https://sputnik-georgia.com/20220822/batumis-bulvaris-ganasenianebis-gegma-damtkicda-269676057.html
ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმა დამტკიცდა
ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმა დამტკიცდა
Sputnik საქართველო
გეგმა ბულვარის ლანდშაფტური, არქიტექტურული და კულტურული ღირებულებების შენარჩუნების და განვითარების გარანტიაა, აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. 22.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-22T18:57+0400
2022-08-22T18:57+0400
2022-08-22T22:04+0400
ბათუმი
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
აჭარა
აჭარის მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1a/268891742_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_f9122b85624928948da4c82f080b7adf.jpg
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. ბათუმის ბულვარს, ქალაქის მთავარ სავიზიტო ბარათს პირველად აქვს დაცვისა და განაშენიანების გეგმა, დაწერა სოციალურ ქსელში აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ.ბათუმის საკრებულომ აჭარის მთავრობის, რეგიონის ეკონომიკის სამინისტროსა და ბულვარის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ბულვარის განაშენიანებისა და კონსერვაციის გეგმა ივნისის ბოლოს დაამტკიცა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განაშენიანების გეგმა მოაწესრიგებს ბულვარში არსებულ გამოწვევებს და მომავალში ვერავინ შეძლებს უხეშ ჩარევას ბულვარის განვითარებაში.ბათუმის ბულვარს საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს. მისი მშენებლობა 1881 წლიდან დაიწყო. 1987 წლიდან ბულვარი საქართველოს საბაღე-საპარკო ხელოვნების ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია და ამასთანავე სარეკრეაციო ზონას წარმოადგენს. მას ყოველწლიურად ორ მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს. ბულვარის სიგრძე 7 კილომეტრია. არსებული მონაცემებით, ეს შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე გრძელი ბულვარია.
ბათუმი
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1a/268891742_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_67a0da14cd1e010f7c6dc427eca86325.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბათუმი , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, აჭარა , აჭარის მთავრობა
ბათუმი , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, აჭარა , აჭარის მთავრობა
ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმა დამტკიცდა
18:57 22.08.2022 (განახლებულია: 22:04 22.08.2022) გეგმა ბულვარის ლანდშაფტური, არქიტექტურული და კულტურული ღირებულებების შენარჩუნების და განვითარების გარანტიაა, აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. ბათუმის ბულვარს, ქალაქის მთავარ სავიზიტო ბარათს პირველად აქვს დაცვისა და განაშენიანების გეგმა, დაწერა სოციალურ ქსელში აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ.
ბათუმის საკრებულომ აჭარის მთავრობის, რეგიონის ეკონომიკის სამინისტროსა და ბულვარის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ბულვარის განაშენიანებისა და კონსერვაციის გეგმა ივნისის ბოლოს დაამტკიცა.
„ბათუმის ბულვარს პირველად ისტორიის მანძილზე აქვს დაცვისა და განაშენიანების გეგმა, რომელიც მისი ლანდშაფტური, არქიტექტურული და კულტურული ღირებულებების შენარჩუნების და განვითარების გარანტიაა“, – დაწერა რიჟვაძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განაშენიანების გეგმა მოაწესრიგებს ბულვარში არსებულ გამოწვევებს და მომავალში ვერავინ შეძლებს უხეშ ჩარევას ბულვარის განვითარებაში.
ბათუმის ბულვარს საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს. მისი მშენებლობა 1881 წლიდან დაიწყო. 1987 წლიდან ბულვარი საქართველოს საბაღე-საპარკო ხელოვნების ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია და ამასთანავე სარეკრეაციო ზონას წარმოადგენს. მას ყოველწლიურად ორ მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს. ბულვარის სიგრძე 7 კილომეტრია. არსებული მონაცემებით, ეს შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე გრძელი ბულვარია.