https://sputnik-georgia.com/20220821/turqetsi-sabats-sami-mzime-avaria-moxda-269644986.html
თურქეთში სამი მძიმე ავარია მოხდა - ვიდეო
თურქეთში სამი მძიმე ავარია მოხდა - ვიდეო
Sputnik საქართველო
მანამდე გაზიანთეფის პროვინციაში 16 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა. დაღუპულთა შორის ჟურნალისტები არიან
2022-08-21T11:00+0400
2022-08-21T11:00+0400
2022-08-21T12:42+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
თურქეთი
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/15/269639869_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_04a0df6fd1ba6300698e597a270f3908.jpg
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, მარდინის პროვინციაში ავარიის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 29 დაშავდა.„მარდინის პროვინციის ქალაქ დერიკში სატვირთო ავტომობილს მუხრუჭმა უმტყუნა და ის ხალხის მასაში შეიჭრა, დაიღუპა 16 ადამიანი, 29 დაშავდა, აქედან რვა - მძიმედ“, - დაწერა Twitter-ში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჯამ.მანამდე ქალაქ გაზიანთებში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა. ტარსუსი-ადანა-გაზიანთეფის ავტომაგისტრალის ნიზიფის მონაკვეთზე სამგზავრო ავტობუსი სასწრაფო დახმარების, სახანძრო და საინფორმაციო სააგენტო „იხლასის“ პირდაპირი მაუწყებლობის გაჩერებულ მანქანებს შეეჯახა.გარდა ამისა, ავარია რიზეშიც მოხდა, სადაც დაშავდა სულ მცირე 25 ტურისტი, რომლებიც ტრაბზონიდან სტამბულში მიემგზავრებოდნენ.
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/15/269639869_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_00ec3d662ffa84c9f2b939bef80f7659.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თურქეთი სამი მძიმე ავარია
თურქეთი სამი მძიმე ავარია
თურქეთში სამი მძიმე ავარია მოხდა - ვიდეო
11:00 21.08.2022 (განახლებულია: 12:42 21.08.2022) მანამდე გაზიანთეფის პროვინციაში 16 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა. დაღუპულთა შორის ჟურნალისტები არიან
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, მარდინის პროვინციაში ავარიის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 29 დაშავდა.
„მარდინის პროვინციის ქალაქ დერიკში სატვირთო ავტომობილს მუხრუჭმა უმტყუნა და ის ხალხის მასაში შეიჭრა, დაიღუპა 16 ადამიანი, 29 დაშავდა, აქედან რვა - მძიმედ“, - დაწერა Twitter-ში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჯამ.
მანამდე ქალაქ გაზიანთებში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა. ტარსუსი-ადანა-გაზიანთეფის ავტომაგისტრალის ნიზიფის მონაკვეთზე სამგზავრო ავტობუსი სასწრაფო დახმარების, სახანძრო და საინფორმაციო სააგენტო „იხლასის“ პირდაპირი მაუწყებლობის გაჩერებულ მანქანებს შეეჯახა.
გარდა ამისა, ავარია რიზეშიც მოხდა, სადაც დაშავდა სულ მცირე 25 ტურისტი, რომლებიც ტრაბზონიდან სტამბულში მიემგზავრებოდნენ.