https://sputnik-georgia.com/20220821/srola-fsiqiatriulsi-dawrili-patimris-deda-israelsi-svilis-samkurnalod-gadayvanas-itxovs-269653440.html
სროლა ფსიქიატრიულში: დაჭრილი პატიმრის დედა ისრაელში შვილის სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს
სროლა ფსიქიატრიულში: დაჭრილი პატიმრის დედა ისრაელში შვილის სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს
Sputnik საქართველო
გადაუდებელი ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
2022-08-21T20:48+0400
2022-08-21T20:48+0400
2022-08-21T20:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262209120_0:101:1280:821_1920x0_80_0_0_81aacad88232b7c9fa5e78e5b3337356.jpg
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ დაჭრილი პატიმარი მძიმე მდგომარეობაშია, ოჯახი პენიტენციურ სამსახურს მიმართავს და ისრაელში მის სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.საგამოძიებო სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 20 აგვისტოს დილით ბრალდებული პატიმარი უკნიდან მიეპარა ბადრაგის თანამშრომელს, ამოაცალა მას ცეცხლსასროლი იარაღი და უმისამართოდ ერთი გასროლა განახორციელა, შემდეგ თანამშრომლების მისამართით განახორციელა მეორე გასროლა (გასროლის შედეგად არავინ დაზარალებულა). ამის შემდეგ იმავე იარაღიდან თავის არეში მიიყენა დაზიანება.ტელეარხის ინფორმაციით, გადაუდებელი ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 28 წლის მამაკაცი კავკასიის მედიცინის ცენტრის ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.პატიმრის დაჭრა: სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო >>სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმის გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ინციდენტის ადგილიდან ამოღებულია ვიდეოჩანაწერები და კვლევისთვის საჭირო ნიმუშები.საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული მუხლი 2-დან 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.წყარო - ტელეკომპანია „იმედი“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262209120_75:180:973:854_1920x0_80_0_0_81bc1aec70ad24205e7ece2ec71842d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სროლა დაჭრილი პატიმარი გურამ სვანიძე დედა ისრაელი შვილი სამკურნალოდ გადაყვანა
სროლა დაჭრილი პატიმარი გურამ სვანიძე დედა ისრაელი შვილი სამკურნალოდ გადაყვანა
სროლა ფსიქიატრიულში: დაჭრილი პატიმრის დედა ისრაელში შვილის სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს
20:48 21.08.2022 (განახლებულია: 20:49 21.08.2022) გადაუდებელი ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ დაჭრილი პატიმარი მძიმე მდგომარეობაშია, ოჯახი პენიტენციურ სამსახურს მიმართავს და ისრაელში მის სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
საგამოძიებო სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 20 აგვისტოს დილით ბრალდებული პატიმარი უკნიდან მიეპარა ბადრაგის თანამშრომელს, ამოაცალა მას ცეცხლსასროლი იარაღი და უმისამართოდ ერთი გასროლა განახორციელა, შემდეგ თანამშრომლების მისამართით განახორციელა მეორე გასროლა (გასროლის შედეგად არავინ დაზარალებულა). ამის შემდეგ იმავე იარაღიდან თავის არეში მიიყენა დაზიანება.
ტელეარხის ინფორმაციით, გადაუდებელი ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 28 წლის მამაკაცი კავკასიის მედიცინის ცენტრის ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმის გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ინციდენტის ადგილიდან ამოღებულია ვიდეოჩანაწერები და კვლევისთვის საჭირო ნიმუშები.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული მუხლი 2-დან 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.