https://sputnik-georgia.com/20220820/patimris-dawra-specialurma-sagamoziebo-samsaxurma-gamozieba-daiwyo-269636479.html
პატიმრის დაჭრა: სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო
პატიმრის დაჭრა: სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო
Sputnik საქართველო
როგორც უწყებაში აცხადებენ, ბრალდებული პატიმარი უკნიდან მიეპარა პოლიციელს, ამოაცალა ცეცხლსასროლი იარაღი და უმისამართოდ გაისროლა.
2022-08-20T19:02+0400
2022-08-20T19:02+0400
2022-08-20T20:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/18/261448836_15:113:1166:761_1920x0_80_0_0_9597a3669fed647d97c7e9c0526750d7.jpg
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ 28 წლის პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გურამ სვანიძემ ბადრაგს იარაღი წაართვა და რამდენიმე გასროლა განახორციელა.მიღებული დაზიანების შემდეგ დაზარალებული კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული და მისი მდგომარეობა კრიტიკულია. ექიმები მისი გადარჩენის გარანტიას ვერ იძლევიან.„სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას და შეისწავლის ინციდენტში მონაწილე სამართალდამცავების ქმედების კანონიერების საკითხს“, - აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.გურამ სვანიძის ოჯახის წევრებს კი მომხდარის ოფიციალური ვერსიის არ სჯერათ, ისინი კავკასიის მედიცინის ცენტრთან შეიკრიბნენ და პენიტენციურ სამსახურს და ფსიქიატრიულ კლინიკას უნდობლობას უცხადებენ.დაჭრილი პატიმრის ოჯახი ვერ ხვდება, როგორ აღმოჩნდა შეიარაღებული ბადრაგი ფსიქიატრიულ კლინიკაში და როგორ მოახერხა სვანიძემ იარაღის წართმევა მისთვის..მათი მონაცემებით, სვანიძე, რომელიც ორი კვირის განმავლობაში საგამოძიებო იზოლატორში იმყოფებოდა, ორი დღის წინ გლდანის ციხიდან ფსიქიატრიულ ცენტრში მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიყვანეს. გასროლა დღეს გამთენიისას მოხდა, როდესაც კლინიკაში ბადრაგის სამსახური მივიდა,, რათა ბრალდებული ციხეში დაებრუნებინა.გურამ სვანიძე 2 აგვისტოს მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მან ბენზინის საფასურის გადახდაზე უარი თქვა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა მშობლების თხოვნა, რომლებიც მზად იყვნენ შვილის ვალი გადაეხადათ, და სვანიძეს პატიმრობა შეუფარდა. სწორედ ამის შემდეგ დაეწყო მას ფსიქიატრიული პრობლემები, იუწყება ტელეკომპანია „ტვ პირველი“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/18/261448836_301:150:1116:761_1920x0_80_0_0_cf76c2566928e624eec969a388e7b959.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პატიმარიგურამ სვანიძე დაჭრა სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოძიება
პატიმარიგურამ სვანიძე დაჭრა სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოძიება
პატიმრის დაჭრა: სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო
19:02 20.08.2022 (განახლებულია: 20:11 20.08.2022) როგორც უწყებაში აცხადებენ, ბრალდებული პატიმარი უკნიდან მიეპარა პოლიციელს, ამოაცალა ცეცხლსასროლი იარაღი და უმისამართოდ გაისროლა.
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ 28 წლის პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გურამ სვანიძემ ბადრაგს იარაღი წაართვა და რამდენიმე გასროლა განახორციელა.
„ბრალდებული პატიმარი უკნიდან მიეპარა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს თანამშრომელს, რომელსაც ამოაცალა სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და უმისამართოდ ერთი გასროლა განახორციელა, რის შემდეგაც ესკორტირების სამმართველოს თანამშრომლების მისამართით განახორციელა მეორე გასროლა (გასროლის შედეგად არავინ დაზარალებულა). ამის შემდეგ იმავე იარაღიდან თავის არეში მიიყენა დაზიანება“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
მიღებული დაზიანების შემდეგ დაზარალებული კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული და მისი მდგომარეობა კრიტიკულია. ექიმები მისი გადარჩენის გარანტიას ვერ იძლევიან.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას და შეისწავლის ინციდენტში მონაწილე სამართალდამცავების ქმედების კანონიერების საკითხს“, - აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
გურამ სვანიძის ოჯახის წევრებს კი მომხდარის ოფიციალური ვერსიის არ სჯერათ, ისინი კავკასიის მედიცინის ცენტრთან შეიკრიბნენ და პენიტენციურ სამსახურს და ფსიქიატრიულ კლინიკას უნდობლობას უცხადებენ.
დაჭრილი პატიმრის ოჯახი ვერ ხვდება, როგორ აღმოჩნდა შეიარაღებული ბადრაგი ფსიქიატრიულ კლინიკაში და როგორ მოახერხა სვანიძემ იარაღის წართმევა მისთვის..
მათი მონაცემებით, სვანიძე, რომელიც ორი კვირის განმავლობაში საგამოძიებო იზოლატორში იმყოფებოდა, ორი დღის წინ გლდანის ციხიდან ფსიქიატრიულ ცენტრში მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიყვანეს. გასროლა დღეს გამთენიისას მოხდა, როდესაც კლინიკაში ბადრაგის სამსახური მივიდა,, რათა ბრალდებული ციხეში დაებრუნებინა.
გურამ სვანიძე 2 აგვისტოს მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მან ბენზინის საფასურის გადახდაზე უარი თქვა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა მშობლების თხოვნა, რომლებიც მზად იყვნენ შვილის ვალი გადაეხადათ, და სვანიძეს პატიმრობა შეუფარდა. სწორედ ამის შემდეგ დაეწყო მას ფსიქიატრიული პრობლემები, იუწყება ტელეკომპანია „ტვ პირველი“.