https://sputnik-georgia.com/20220821/rawasi-armocenili-xelyumbarebi-gaanadgures-269648126.html
რაჭაში აღმოჩენილი ხელყუმბარები გაანადგურეს
რაჭაში აღმოჩენილი ხელყუმბარები გაანადგურეს
Sputnik საქართველო
ხელყუმბარები ლითონის სვეტებზე აღმოაჩინეს
2022-08-21T14:00+0400
2022-08-21T14:00+0400
2022-08-21T14:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
რაჭა-ლეჩხუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0d/268491111_0:138:2731:1674_1920x0_80_0_0_b314fc7d8547f9a71ced0897d6f72b04.jpg
თბილისი, 21 აგვისტო - Sputnik. სამართალდამცველებმა ონის მუნიციპალიტეტში აღმოჩენილი საბრძოლო მასალა ადგილზე გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 20 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ირში უკანონოდ აღმართულ ლითონის ორ ბოძზე, სავარაუდოდ, საბრძოლო მასალა - F-1-ის ტიპის მსგავსი ასაფეთქებელი მოწყობილობა - ხელყუმბარა აღმოაჩინეს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პოლიციამ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.გამოძიების პროცესში, გამნაღმველების მონაწილეობით ამოიღეს F-1-ის ტიპის მსგავსი, „სტრაიკ ბოლის" სასწავლო-ხმოვანი, პლასტიკური კორპუსის მქონე ხელყუმბარები, რომლებიც უსაფრთხოების მიზნით გამნაღმველებმა ადგილზევე გაანადგურეს.საბრძოლო მასალის აღმოჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება).წყარო - შსს
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0d/268491111_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_c92adcaf922e40ce7eeb4498607bc727.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რაჭა ირი ხელყუმბარები განადგურება
რაჭა ირი ხელყუმბარები განადგურება
რაჭაში აღმოჩენილი ხელყუმბარები გაანადგურეს
ხელყუმბარები ლითონის სვეტებზე აღმოაჩინეს
თბილისი, 21 აგვისტო - Sputnik. სამართალდამცველებმა ონის მუნიციპალიტეტში აღმოჩენილი საბრძოლო მასალა ადგილზე გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 20 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ირში უკანონოდ აღმართულ ლითონის ორ ბოძზე, სავარაუდოდ, საბრძოლო მასალა - F-1-ის ტიპის მსგავსი ასაფეთქებელი მოწყობილობა - ხელყუმბარა აღმოაჩინეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პოლიციამ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
გამოძიების პროცესში, გამნაღმველების მონაწილეობით ამოიღეს F-1-ის ტიპის მსგავსი, „სტრაიკ ბოლის" სასწავლო-ხმოვანი, პლასტიკური კორპუსის მქონე ხელყუმბარები, რომლებიც უსაფრთხოების მიზნით გამნაღმველებმა ადგილზევე გაანადგურეს.
საბრძოლო მასალის აღმოჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება).