https://sputnik-georgia.com/20220821/irakli-raribasvilma-turqetsi-avariis-sedegad-darupulta-ojaxebs-miusamzimra-269655196.html
ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთში ავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა
ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთში ავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა
Sputnik საქართველო
20 აგვისტოს თურქეთში სამი მძიმე ავარია მოხდა, სამივე ბევრი მსხვერპლით დასრულდა.
2022-08-21T22:40+0400
2022-08-21T22:40+0400
2022-08-21T22:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
თურქეთი
შემთხვევები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/15/269639892_0:34:3518:2014_1920x0_80_0_0_1923e8acf97fb29901254ae771375030.jpg
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში მძიმე ავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.გუშინ ქალაქ გაზიანთებში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა. ტარსუსი-ადანა-გაზიანთეფის ავტომაგისტრალის ნიზიფის მონაკვეთზე სამგზავრო ავტობუსი სასწრაფო დახმარების, სახანძრო და საინფორმაციო სააგენტო „იხლასის“ პირდაპირი მაუწყებლობის გაჩერებულ მანქანებს შეეჯახა.20 აგვისტოს თურქეთში სამი მძიმე ავარია მოხდა, სამივე ბევრი მსხვერპლით დასრულდა.თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, მარდინის პროვინციის ქალაქ დერიკში სატვირთო ავტომობილს მუხრუჭმა უმტყუნა და ის ხალხის მასაში შეიჭრა, დაიღუპა 19 ადამიანი. 26 დაშავებულიდან ექვსის მდგომარეობა მძიმეა. ავარიის საზარელი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.გარდა ამისა, ავარია რიზეშიც მოხდა, სადაც დაშავდა სულ მცირე 25 ტურისტი, რომლებიც ტრაბზონიდან სტამბულში მიემგზავრებოდნენ.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/15/269639892_394:0:3125:2048_1920x0_80_0_0_acdf3a69d87c82b81680e83562b27e20.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთი ავარია სამძიმარი
ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთი ავარია სამძიმარი
ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთში ავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა
22:40 21.08.2022 (განახლებულია: 22:42 21.08.2022) 20 აგვისტოს თურქეთში სამი მძიმე ავარია მოხდა, სამივე ბევრი მსხვერპლით დასრულდა.
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში მძიმე ავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
გუშინ ქალაქ გაზიანთებში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა. ტარსუსი-ადანა-გაზიანთეფის ავტომაგისტრალის ნიზიფის მონაკვეთზე სამგზავრო ავტობუსი სასწრაფო დახმარების, სახანძრო და საინფორმაციო სააგენტო „იხლასის“ პირდაპირი მაუწყებლობის გაჩერებულ მანქანებს შეეჯახა.
„დიდად დამამწუხრა გაზიანთეფის გზატკეცილზე მომხდარი ტრაგიკული ავარიის შესახებ ამბავმა. ყველაზე გულწრფელ მწუხარებას ვუცხადებთ მსხვერპლთა ოჯახებს და ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ამ რთულ დროს საქართველო დგას თურქი ძმების და დების გვერდით”, – დაწერა ღარიბაშვილმა Twitter-ში.
20 აგვისტოს თურქეთში სამი მძიმე ავარია მოხდა, სამივე ბევრი მსხვერპლით დასრულდა.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, მარდინის პროვინციის ქალაქ დერიკში სატვირთო ავტომობილს მუხრუჭმა უმტყუნა და ის ხალხის მასაში შეიჭრა, დაიღუპა 19 ადამიანი. 26 დაშავებულიდან ექვსის მდგომარეობა მძიმეა. ავარიის საზარელი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
გარდა ამისა, ავარია რიზეშიც მოხდა, სადაც დაშავდა სულ მცირე 25 ტურისტი, რომლებიც ტრაბზონიდან სტამბულში მიემგზავრებოდნენ.