ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა „ბაიერნთან“ კონტრაქტი გააფორმა

© FC Bayern Münchenლუკა პარკაძემ მიუნხენის „ბაიერნთან“ კონტრაქტი გააფორმა
ლუკა პარკაძემ მიუნხენის „ბაიერნთან“ კონტრაქტი გააფორმა  - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2022
გამოწერა
პარკაძე, რომელიც ჯერ კიდევ 17 წლისაა, გერმანიაში მომავალს წელს გადავა, როდესაც სრულწლოვანი გახდება, და მიუნხენის კლუბის შემადგენლობაში თამაშის უფლებას მოიპოვებს
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელმა ლუკა პარკაძემ მიუნხენის „ბაიერნთან“ გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა.
„ბაიერნმა“ ქართველი იუნიორის ტრანსფერის უფლება 2023/24 სეზონზე მოიგო. ლუკა პარკაძე მომავალ ზაფხულში თბილისის „დინამოდან“ მიუნხენში გადავა და გრძელვადიან კონტრაქტს „რეკორდმაიტერთან“ გააფორმებს“, - წერს „ბაიერნის“ ოფიციალური ვებგვერდი.
პარკაძე, რომელიც ჯერ კიდევ 17 წლისაა, გერმანიაში მომავალს წელს გადავა, როდესაც გერმანული კანონებით სრულწლოვანი გახდება, და მიუნხენის კლუბის შემადგენლობაში თამაშის უფლებას მოიპოვებს.
„ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიცნობთ ლუკას და მას ჩვენი სკაუტები ადევნებენ თვალს. გარდა ამისა, მან ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა საცდელ სესიაზე აქ, „ბაიერნის“ კამპუსში. ამიტომ ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ის მომავალ სეზონში ჩვენს კლუბს შეუერთდება“, - განაცხადა კამპუსის მენეჯერმა იოჰენ ზაუერმა.
მანამდე კი შემტევი ნახევარმცველი ქართულ კლუბში თამაშს ტრანსფერამდე გააგრძელებს. ის ამჟამად „დინამო 2“-ის წევრია, თუმცა ცოტა ხნის წინ პარკაძემ „დინამოში“ საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა.
ლუკა პარკაძე 2005 წელს დაიბადა. „დინამო თბილისის“ აკადემიის აღსაზრდელი, საქართველოს 17 და 19 წლამდელთა ნაკრებებში თამაშობდა - ლუკა ყველგან ლიდერობდა და გოლებითა და პასებით გამოირჩეოდა.
ქართველ ფეხბურთელებს მიუნხენის „ბაიერნში“ გადასვლის შანსი ადრეც ჰქონდათ. მიუნხენის კლუბი კონტრაქტებს ლევან კობიაშვილსა და გიორგი ჩაკვეტაძეს სთავაზობდა, თუმცა ტრანსფერები ფეხბურთელების უარის გამო არ შედგა.
წყარო - „ბაიერნის“ ოფიციალური ვებგვერდი.
ყველა ახალი ამბავი
0