მანიპულატორი, ანუ როგორ შეიძლება ვიქცეთ „მსხვერპლის" მსხვერპლად

© Pexels / Nicola Bartsმამაკაცი
მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2022
გამოწერა
კარგია, როცა თანავუგრძნობთ ახლობლებს მძიმე წუთებში, მაგრამ მუდამ წუწუნისა და ჩივილის მოსმენა ჩვენთვის, უბრალოდ, ძალზე საზიანოა
ყველას გვაწუხებს სხვადასხვა პრობლემა. რა თქმა, პრობლემები აქვთ ჩვენს ახლობლებსა თუ ნაცნობებსაც. ხშირად გვიწევს მათი მოსმენა, ნუგეშისცემა. ეს, ერთი მხრივ, ჩვეულებრივი, ადამიანური მომენტია, ყველას სურს თავისი სატკივრის გათქმა, გულის გადაშლა, განმუხტვა, მათ შორის ჩვენც. მაგრამ, მეორე მხრივ, ვიღაცის მუდმივი წუწუნის მოსმენა ენერგიას გვართმევს და ჩვენს ჯანმრთელობას აზიანებს.
არადა, უარის თქმაც ძალზე რთულია, არ გვინდა, რომ უგრძნობი და ეგოისტი ადამიანის იარლიყი მოგვეკეროს.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, გავერკვეთ, რა ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ამას ჩვენზე და ვიცოდეთ, როგორი რეაგირება უნდა გვქონდეს ამ ყოველივეზე.
რატომ არ ღირს წუწუნის მოსმენა?
„წუწუნა“ ადამიანები წყევლიან საკუთარ ცხოვრებას, თავს მსხვერპლად წარმოადგენენ, ყველაფერზე და ყველაზე ჩივიან, მაგრამ არაფერს აკეთებენ ვითარებისა და საუთარი ცხოვრების შესაცვლელად.
მამაკაცის წარმატებების ლამის 99% ცოლის ქცევაზეა დამოკიდებული - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2022
მამაკაცებო, გაფრთხილდით! ანუ ვირუსი, რომელიც მამაკაცებს ანადგურებს
რაღაც დროის განმავლობაში ამ ჩივილს ნორმალურად აღვიქვამთ, გვესმის ამ ადამიანის ტკივილის, ვუთანაგრძნობთ მას, მაგრამ დროთა განმავლობაში ვხვდებით, რომ საქმე არა ვითარება, არამედ თავად ადამიანია, რომ ყველაფერზე წუწუნი და ჩივილი მისი ცხოვრების სტილი გახდა.
ის ამ წუწუნს, შეგნებულად თუ გაუაზრებლად, იყენებს მანიპულაციის საშუალებად, რომლის მიზანია ჩვენში დანაშაულის, სიბრალული გრძნობა გამოიწვიოს და ამავდროულად, თვითონ მოიხსნას პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მის თავს ხდება.
არცთუ იშვიათად, ამ მანიპულაციის მსხვერპლი ჩვენ თავად ვხდებით, თავს ვალდებულად ვგრძნობთ, გადავწყვიტოთ ამ ადამიანის პრობლემები, ყოველ შემთხვევაში, ვუსმინოთ მაინც ამას.
რა ხდება ჩვენს თავს, როდესაც ვიღაცის გამუდმებულ წუწუნს ვუსმენთ?
„წუწუნებს“, ჩვეულებრივ, შეუძლიათ თანამოსაუბრის გრძნობებზე თამაში. ძალიან ხშირად იმდენად შევდივართ მათ მდგომარეობაში (და ეს მდგომარეობა ხანდახან მოგონილიცაა), რომ ამ პრობლემებს ჩვენს პრობლემებად აღვიქვამთ.
ადამიანის ენერგეტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2022
ენერგეტიკული სარკე, ვამპირი, ტკიპა, ანუ ადამიანის ენერგეტიკის სახეობები
ამას კი ჩვენი ენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი მიაქვს. იცვლება ჩვენი ემოციური მდგომარეობა.
ჩვენში აღმოცენებული ფრუსტრაციის, დანაშაულისა და სევდის გრძნობები ტვინში ჰორმონალურ ცვილებებს იწვევს, ამის შედეგი კი არის:
ემოციური დისბალანსი
სირთულეები საკუთარი პრობლემების მოგვარებისას
ყურადღების კონცენტრაციის გაუარესება
უარყოფითი აზრები
რა უნდა გავაკეთოთ, რომ „წუწუნას“ ანკესზე არ წამოვეგოთ?
მოსმენილ წუწუნსა და მისგან გამოწვეულ გრძნობებზე ენერგიას ვხარჯავთ, რომელიც შეგვეძლო სხვა მიზნებისთვის გამოგვეყენებინა.

ჩვენ არ შეგვიძლია სხვისი პრობლემების გადაჭრა, ჩვენიც გვყოფნის და მას უნდა მივხედოთ.

და რა უნდა გავაკეთოთ?
1. დაიცავით დისტანცია
ყოველთვის დაიცავით დისტანცია, როცა ეს შესაძლებელია. გახსოვდეთ, რომ ისინი თქვენით მანიპულირებენ – ნებსით თუ უნებლიეთ. რაც უფრო ნაკლებად მოუსმენთ მათ, მით მალე მიხვდებიან, რომ არ აპირებთ მათ ნეგატიურ განცდებში „შეჭრას“ და ამაზე ენერგიის დახარჯვას.
2. აგრძნობინეთ „წუწუნას“, რომ მისი პრობლემა – მისი პრობლემაა
თუ მაინც მოგიწიათ მისი მოსმენა, აგრძნობინეთ „წუწუნას“, რომ მისი მთავარი პრობლემაა დამოკიდებულება ვითარების და საერთოდ, ცხოვრების მიმართ. ურჩიეთ, რომ პრობლემა თავისი ძალებით გადაჭრას.
ადამიანის ენერგეტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2022
როგორ გავწმინდოთ სახლი ნეგატიური ენერგიისგან - სასარგებლო რჩევები
3. არ აჩვენოთ სისუსტე
რადგან საქმე მანიპულატორთან გაქვთ, არ აჩვენოთ მას, რომ მზად ხართ, მისი პრობლემები გადაწყვიტოთ. ნუ შეეცდებით სიტუაციის გაკონტროლებას და დახმარებას პრობლემაში, რომელიც საერთოდ არ გეხებათ და რომლის გადაწყვეტასაც თავად მანიპულატორი არანაირად არ ცდილობს.
4. დაადგინეთ საზღვარი
თუ დაიღალეთ ამ ნეგატივის მოსმენისგან, მოითხოვეთ ამ ადამიანისგან, რომ არ გაგიზიაროთ თავისი უბედურება და წუწუნით არ დაგღალოთ, უთხარით, რომ ეს არ მოგწონთ.
არ ჩაერთოთ ასეთი ადამიანების თამაშში, სხვაგვარად იგრძნობთ, რომ ცხოვრებაში უამრავი ნეგატივი შემოუშვით და დაიმატეთ კიდევ ბევრი სატკივარი. ყველას თავისი პრობლემა ჰყოფნის.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ უთანაგრძნოთ, არ დაეხმაროთ, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს. როდესაც ეს უკიდეგანო წუწუნში გადადის, ხედავთ, რომ, მიუხედავად თქვენი მცდელობისა, ეს ადამიანი არანაირ ძალღონეს არ მიმართავს, რომ ვითარება გამოასწორს, სჯობს, ამას ბოლო მოუღოთ და საკუთარ თავზე იზრუნოთ.
გაითვალისწინეთ, რომ ეს ადამიანები ე. წ. ენერგოვამპირების ნაირსახეობას განეკუთვნებიან. მუდმივი წუწუნით ისინი გულს იოხებენ, თავისუფლდებიან უარყოფითი ემოციებისგან და ზოგადად, ირგებენ „ტანჯულის“ როლს, რომელიც, უმრავლეს შემთხვევებში, მოსწონთ კიდეც.
ყველა ახალი ამბავი
0