https://sputnik-georgia.com/20220820/kadrebi-gvwirdeba-ratom-gamocxadda-sinagan-saqmeta-saministrosi-uamravi-axali-vakansia-269638073.html
კადრები გვჭირდება: რატომ გამოცხადდა შინაგან საქმეთა სამინისტროში უამრავი ახალი ვაკანსია
კადრები გვჭირდება: რატომ გამოცხადდა შინაგან საქმეთა სამინისტროში უამრავი ახალი ვაკანსია
Sputnik საქართველო
უწყებაში გამოეხმაურნენ ინფორმაციას, რომელიც ოპოზიციურმა ტელეარხებმა გაავრცელეს
2022-08-20T22:04+0400
2022-08-20T22:04+0400
2022-08-20T22:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458098_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_84cb0d54c3542c5ae7966c041eb4d884.jpg
თბილისი, 20 აგვისტო— Sputnik. საპატრულო პოლიციაში 145 ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა ახალი კადრების მიღების მიზნით, ხოლო ინფორმაცია, თითქოს პოლიციელები მასობრივად ტოვებენ თანამდებობებს - სიცრუეა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაში.მას შემდეგ, რაც 17 აგვისტოს შსს-ში 145 ვაკანსია გამოცხადდა, ოპოზიციურ ტელეარხებზე საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პოლიციის თანამშრომლები მასობრივად ტოვებენ სამსახურს.უწყებაში სიცრუე უწოდეს ინფორმაციას, თითქოს პოლიციის თანამშრომლები სამინისტროს რიგებს მასობრივად ტოვებენ.„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი უწყებაა, სადაც 40 ათასამდე ადამიანი მუშაობს. შესაბამისად, თანამშრომელთა წასვლა და ახალი თანამშრომლების მიღება ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია“, - ნათქვამია განცხადებაში.ამასთან შსს-ში აღნიშნავენ, რომ ყველა სასაზღვრო გამტარ პუნქტში მგზავრთა და ტრანსპორტის ნაკადი პანდემიის შემდეგ გაიზარდა და ახლაც იზრდება.გარდა ამისა, საპატრულო პოლიციის კონტინგენტის გაზრდის საჭიროება უკავშირდება ავიარეისების მზარდ რაოდენობას ბათუმის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში, განაცხადეს უწყებაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458098_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_9acc758ccf85d7c399012a41376998b3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კადრები შსს შინაგან საქმეთა სამინისტრ 145 ვაკანსია
კადრები შსს შინაგან საქმეთა სამინისტრ 145 ვაკანსია
კადრები გვჭირდება: რატომ გამოცხადდა შინაგან საქმეთა სამინისტროში უამრავი ახალი ვაკანსია
22:04 20.08.2022 (განახლებულია: 22:05 20.08.2022) უწყებაში გამოეხმაურნენ ინფორმაციას, რომელიც ოპოზიციურმა ტელეარხებმა გაავრცელეს
თბილისი, 20 აგვისტო— Sputnik. საპატრულო პოლიციაში 145 ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა ახალი კადრების მიღების მიზნით, ხოლო ინფორმაცია, თითქოს პოლიციელები მასობრივად ტოვებენ თანამდებობებს - სიცრუეა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც 17 აგვისტოს შსს-ში 145 ვაკანსია გამოცხადდა, ოპოზიციურ ტელეარხებზე საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პოლიციის თანამშრომლები მასობრივად ტოვებენ სამსახურს.
„რაც შეეხება მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში თბილისსა და რეგიონებში 145 სხვადასხვა ვაკანსიის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსს, იგი განპირობებულია ყველა სასაზღვრო გამტარ პუნქტში მგზავრთა და ტრანსპორტის ნაკადის გაზრდით, ასევე, რეგიონებში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უწყებაში სიცრუე უწოდეს ინფორმაციას, თითქოს პოლიციის თანამშრომლები სამინისტროს რიგებს მასობრივად ტოვებენ.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი უწყებაა, სადაც 40 ათასამდე ადამიანი მუშაობს. შესაბამისად, თანამშრომელთა წასვლა და ახალი თანამშრომლების მიღება ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან შსს-ში აღნიშნავენ, რომ ყველა სასაზღვრო გამტარ პუნქტში მგზავრთა და ტრანსპორტის ნაკადი პანდემიის შემდეგ გაიზარდა და ახლაც იზრდება.
გარდა ამისა, საპატრულო პოლიციის კონტინგენტის გაზრდის საჭიროება უკავშირდება ავიარეისების მზარდ რაოდენობას ბათუმის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში, განაცხადეს უწყებაში.