https://sputnik-georgia.com/20220820/cercvaze-koronavirusi-situacia-stabilurdeba-269627879.html
ცერცვაძე: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იკლებს, სიტუაცია სტაბილურდება
ცერცვაძე: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იკლებს, სიტუაცია სტაბილურდება
Sputnik საქართველო
დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID- უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს... 20.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-20T12:11+0400
2022-08-20T12:11+0400
2023-08-17T18:17+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24824/62/248246211_0:101:1944:1195_1920x0_80_0_0_c08b694aa664bbac87c8d49a200215d5.jpg
თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ბოლო თვეებში, მატების შემდეგ, მსოფლიოში შეინიშნება COVID-19-ის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების სტაბილიზაცია. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.ცერცვაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის კლება შეინიშნება საქართველოშიც.ამასთან, ცერცვაძემ ისაუბრა „ომიკრონის“ შტამით გამოწვეულ სიმპტომებზე და აღნიშნა, რომ პირველ დღეებში ის პრაქტიკულად არ განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციების სიმპტომებისაგან.„აუცილებელი და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე უკლებლივ ყველამ ჩავიტაროთ COVID-19-ზე ტესტირება, რაც უფასოა და ადვილად ხელმისაწვდომია. ხოლო, COVID-19-ის დადასტურების შემთხვევაში ზედმიწევნით შევასრულოთ ექიმის რეკომენდაციები“, - განაცხადა ცერცვაძემ.კორონავირუსით დაავადების შემთხვევები მცირდება – ჯანდაცვის სამინისტრო ეპიდვითარების შესახებ>>ექსპერტები კორონავირუსის შემთხვევების ახალ პიკს სხვადასხვა დროს პროგნოზირებენ. მაგალითად, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის აზრით, პიკი შეიძლება უახლოეს დღეებში დაიწყოს.ზოგიერთი სპეციალისტი კი ვარაუდობს, რომ ინფექციის სერიოზული აფეთქება 2022 წლის ოქტომბერშია მოსალოდნელი.ბოლო კვირების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები. ჯერ კიდევ ივნისში კვირაში 500-600 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, ბოლო კვირაში კი 12.338 შემთხვევა გამოვლინდა. თუმცა, წინა კვირებთან შედარებით შემთხვევების რაოდენობის ზრდის ტემპი მაღალი არ არის.მიუხედავად კოვიდ-შემთხვევების გაზრდისა, კლინიკების დატვირთვა არ გაზრდილა, რადგან „ომიკრონის“ ქვეტიპები (В.А.4-ს და В.А.5 – სწორედ ეს ქვეტიპები აღინიშნება ინფიცირებულ ყოველ მეორე ადამიანში) საკმაოდ მსუბუქად ვითარდება და ადამიანებს ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდებათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24824/62/248246211_125:102:1716:1296_1920x0_80_0_0_1591ed4bf863aefd00bdc55c8366fd50.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, covid-19
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, covid-19
ცერცვაძე: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იკლებს, სიტუაცია სტაბილურდება
12:11 20.08.2022 (განახლებულია: 18:17 17.08.2023) დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID- უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა.
თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ბოლო თვეებში, მატების შემდეგ, მსოფლიოში შეინიშნება COVID-19-ის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების სტაბილიზაცია. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
ცერცვაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის კლება შეინიშნება საქართველოშიც.
„მაგალითად, ბოლო კვირაში ქვეყანაში დაფიქსირდა 12.338 ახალი შემთხვევა მაშინ, როდესაც წინა კვირაში ახალი შემთხვევების რაოდენობა იყო 12.729. ეს კარგია, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში უკვე მეხუთე თვეა მინიმალურ ნიშნულზე ვინარჩუნებთ COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას“, - წერს ცერცვაძე.
ამასთან, ცერცვაძემ ისაუბრა „ომიკრონის“ შტამით გამოწვეულ სიმპტომებზე და აღნიშნა, რომ პირველ დღეებში ის პრაქტიკულად არ განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციების სიმპტომებისაგან.
„აუცილებელი და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე უკლებლივ ყველამ ჩავიტაროთ COVID-19-ზე ტესტირება, რაც უფასოა და ადვილად ხელმისაწვდომია. ხოლო, COVID-19-ის დადასტურების შემთხვევაში ზედმიწევნით შევასრულოთ ექიმის რეკომენდაციები“, - განაცხადა ცერცვაძემ.
ექსპერტები კორონავირუსის შემთხვევების ახალ პიკს სხვადასხვა დროს პროგნოზირებენ. მაგალითად, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის აზრით, პიკი შეიძლება უახლოეს დღეებში დაიწყოს.
ზოგიერთი სპეციალისტი კი ვარაუდობს, რომ ინფექციის სერიოზული აფეთქება 2022 წლის ოქტომბერშია მოსალოდნელი.
ბოლო კვირების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები. ჯერ კიდევ ივნისში კვირაში 500-600 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, ბოლო კვირაში კი 12.338 შემთხვევა გამოვლინდა. თუმცა, წინა კვირებთან შედარებით შემთხვევების რაოდენობის ზრდის ტემპი მაღალი არ არის.
მიუხედავად კოვიდ-შემთხვევების გაზრდისა, კლინიკების დატვირთვა არ გაზრდილა, რადგან „ომიკრონის“ ქვეტიპები (В.А.4-ს და В.А.5 – სწორედ ეს ქვეტიპები აღინიშნება ინფიცირებულ ყოველ მეორე ადამიანში) საკმაოდ მსუბუქად ვითარდება და ადამიანებს ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდებათ.