Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კორონავირუსით დაავადების შემთხვევები მცირდება – ჯანდაცვის სამინისტრო ეპიდვითარების შესახებ

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2022
გამოწერა
ჯანდაცვის სამინისტროს პროგნოზი საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებებს ეყრდნობა, აღნიშნეს უწყებაში.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ტენდენცია ბოლო პერიოდში დადებითია, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, კორონავირუსის შემთხვევების გავრცელების დინამიკის ფონზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი პანდემიას აქტიურ რეჟიმში ადევნებს თვალს.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში ტენდენცია დადებითი და კეთილსაიმედოა, შემთხვევების რაოდენობა მცირდება“, – განაცხადა გაბუნიამ და აღნიშნა, რომ ეს დასკვნა საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებებს ეყრდნობა.

გაბუნიამ ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებსა და რიგით მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ამ საკითხზე სუბიექტური მოსაზრებების გავრცელებისგან.
ექსპერტები კორონავირუსის შემთხვევების ახალ პიკს სხვადასხვა დროს პროგნოზირებენ. მაგალითად, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის აზრით, პიკი ამ ან მომდევნო კვირაში შეიძლება დაიწყოს.
ზოგიერთი სპეციალისტი კი ვარაუდობს, რომ ინფექციის სერიოზული აფეთქება 2022 წლის ოქტომბერშია მოსალოდნელი.
ბოლო კვირების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები. ჯერ კიდევ ივნისში კვირაში 500-600 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, ბოლო კვირაში კი 12.338 შემთხვევა გამოვლინდა. თუმცა, წინა კვირებთან შედარებით შემთხვევების რაოდენობის ზრდის ტემპი მაღალი არ არის.
მიუხედავად კოვიდ-შემთხვევების გაზრდისა, კლინიკების დატვირთვა არ გაზრდილა, რადგან „ომიკრონის“ ქვეტიპები (В.А.4-ს და В.А.5 – სწორედ ეს ქვეტიპები აღინიშნება ინფიცირებულ ყოველ მეორე ადამიანში) საკმაოდ მსუბუქად ვითარდება და ადამიანებს ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდებათ.
ყველა ახალი ამბავი
0