ბათუმში ქუჩის ცეკვების ეროვნული ჩემპიონატი იმართება

© Ajara Tourism Departmentბათუმის ბულვარი
ბათუმის ბულვარი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2022
გამოწერა
ჩემპიონატს უნიკალური ბატლის ფორმატი აქვს, რადგან გულშემატკივრები წარმოადგენენ ჟიურის.
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. დღეს, ბათუმში ეროვნული ჩემპიონატი ქუჩის ცეკვებში Red Bull Dance Your Style იმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
Red Bull Dance Your Style – ესაა პლატფორმა შეჯიბრებისთვის ცეკვაში, სადაც არაა შეზღუდული ჟანრი. ცეკვები სრულდება მსოფლიო ჰიტების ფონზე.
დღეს გამართულ ფინალში ერთმანეთს შესარჩევზე შერჩეული 12 მოცეკვავე და Wild Card-ით შერჩეული ოთხი მონაწილე ეჯიბრება. ჩემპიონატს უნიკალური ბატლის ფორმატი აქვს, რადგან გულშემატკივრები არიან ჟიურის წევრები.
მოცეკვავეები მოულოდნელად აჟღერებული მუსიკის ფონზე ასრულებენ ნებისმიერი სტილის ქუჩის ცეკვას, ამავდროულად ცეკვით ახდენენ ჰიტის ინტერპრეტაციასა და აუდიტორიასთან ინტერაქციას.
ბატლის გამარჯვებულს გულშემატკივრები გამოავლენენ წითელი და ლურჯი ბარათებით მინიჭებული ხმების რაოდენობით. და, რაც მთავარია, გამარჯვებული სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
ყველა ახალი ამბავი
0