უცხოელის თვალით დანახული „რუსთაველის მიწა“: საქართველოში უჩვეულო კინოპროექტს იღებენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliშოთა რუსთაველის ძეგლი
შოთა რუსთაველის ძეგლი - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2022
გამოწერა
ფილმის ავტორი პარალელებს ავლებს XII საუკუნისა და დღევანდელ საქართველოს შორის.
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. ქვეყნის ეკრანებზე მალე გამოვა რეჟისორ ერეკლე ინაშვილის ფილმი, რომელიც დიდ შოთა რუსთაველსა და თანამედროვე საქართველოს ეხება, ნათქვამია კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
ფილმი დოკუმენტური იქნება. მისი სამუშაო დასახელებაა „შოთას და დანარჩენ ოთხმოცდაცხრამეტს მოსწონს ეს“.
პროექტი საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით იქმნება.
ფილმის მთავარი გმირი ემინე ფრანკფურტიდან საქართველოში ჩამოდის. ის არ იცნობს ამ ქვეყანას, მაგრამ წაუკითხავს რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“. მაყურებელი სწორედ უცხოელის თვალით დანახულ საქართველოს ეცნობა.

ემინე იკვლევს საქართველოს: ხვდება უბრალო ადამიანებს თბილისში, ქუთაისში, პანკისში, მთასა და ბარში, საუბრობს მათთან იმ ფასეულობებზე, რომლებიც ხალხს რუსთაველის პოემამ აჩუქა. ასე ავლებს პარალელებს ფილმის ავტორი მე-12 საუკუნის საქართველოსა და დღევანდელ საქართველოს შორის.

ფილმი ქართულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზეა გადაღებული. სურათი თავის საფესტივალო ცხოვრებას 2023 წლიდან დაიწყებს, შემდეგ კი მას ქართველი მაყურებელიც ნახავს და შეაფასებს.
ყველა ახალი ამბავი
0