საქართველოში 2021 წლის ინვესტიციების მაჩვენებელი ხელახლა დათვალეს: რა შეიცვალა

© photo: Sputnikკარების საამქრო
კარების საამქრო - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2022
გამოწერა
ინვესტიციების საერთო მოცულობიდან 769,9 მლნ დოლარი (62%) რეინვესტიციებზე მოდის.
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებულმა მოცულობამ 2021 წელს 1,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის წინასწარ მონაცემებზე 7,7%-ით მეტი, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.
დაზუსტებული მონაცემებით, 2021 წელს ინვესტიციების მოცულობა 2020 წელთან შედარებით 2,1-ჯერ გაიზარდა.
მაჩვენებლის ზრდა რამდენიმე საწარმოს რეინვესტიციის და სესხების მოცულობის დაზუსტების შემდეგ მოხდა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2021 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 62% (769,9 მლნ დოლარი) შეადგინა.
პრემიერი: ინვესტიციები რეკორდულად გაიზარდა, მიუხედავად რეგიონში არსებული სიტუაციისა >>
2021 წელს საქართველოში ინვესტირების მოცულობის კუთხით ლიდერები დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდი გახდნენ. ამ ქვეყნების კაპიტალდაბანდებების წილი ინვესტიციების მთლიან მოცულობაში 59,7%-ს შეადგენს.
2021 წელს საქართველოში ინვესტირების თვალსაზრისით ყველაზე პოპულარული დარგებია საფინანსო სექტორი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა. ამ სფეროებში განხორციელდა 784,5 მლნ დოლარის ინვესტიცია – მთლიანი მოცულობის 63,2%.
ყველა ახალი ამბავი
0