რატომაა ბათუმის შესასვლელში „საცობები“?

© photo: Sputnik / Stringer„საცობი“
„საცობი“ - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2022
გამოწერა
„საცობები“ ზაფხულის სეზონზე დიდ მგზავრთნაკადს უკავშირდება, განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის შესასვლელში უზარმაზარ „საცობებს“ თამარის დასახლებაში ხიდის რემონტს უკავშირებს, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
ოპოზიციონერების განცხადებით, ხიდის რემონტის პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2 მლნ ლარი დაუჯდა.

„დღეს ქალაქის შემოსასვლელსა და გასასვლელში არის კატასტროფული მდგომარეობა... აქ რეალურად გაუსაძლისი მდგომარეობაა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და ბათუმის მერიამ, იმის ნაცვლად, რომ ეხელმძღვანელათ კონკრეტული ადამიანების რჩევებით და გაფართოებულიყო ეს ხიდი, ის დაავიწროვეს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა ტელეკომპანიის ეთერში.

მისი თქმით, პროექტი არ შეესაბამება საგზაო ონფრასტრუქტურის სტანდარტს, რის გამოც გზებზე ქაოსური ვითარება იქმნება.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ამ განცხადებას აბსურდული უწოდა და აღნიშნა, რომ ხიდი სრულად შეესაბამება საგზაო ინფრასტრუქტურის სტანდარტს.
უწყებაში აღნიშნეს, რომ „საცობები“ საზაფხულო სეზონის დროს დიდ მგზავრთნაკადს უკავშირდება.
ყველა ახალი ამბავი
0