დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 19 აგვისტო

© Pixabay / iwicz09ყვავილნარი ნავში
ყვავილნარი ნავში - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 19 აგვისტოა, პარასკევი. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
კარგი დღეა იმ საქმეების გასაკეთებლად, რომლებისთვისაც დღემდე ვერ მოიცალეთ. ამასთან, დიდი სურვილი გექნებათ, რომ ყველაფერი გაამარტივოთ და ზოგიერთი საკითხი საერთოდ ამოიღოთ დღის წესრიგიდან. აქედან გამომდინარე, არაა გამორიცხული ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღება. მაგალითად, შეიძლება გადაყაროთ ავეჯი, გაყიდოთ ავტომობილი, პარტნიორს დაშორებაც კი შეიძლება შესთავაზოთ (ან ერთად ცხოვრება)... სჯობს, დღეს არაფერი მოიმოქმედოთ, ჯერ დაფიქრდით და მერე გადაწყვიტეთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 აგვისტო>>
ვერძი: დღეს თქვენთვის მხოლოდ ის იქნება მისაღები, რაც მშრალ ფაქტებსა და ციფრებს ეფუძნება, ხოლო დანარჩენი, რომლის დასაბუთებაც ლოგიკაზე არ შეიძლება – მიუღებელი. სწორედ ამიტომ ვარსკვლავები არ გირჩევენ, რომ ენდოთ ინტუიციას; სამაგიეროდ ზუსტი გათვლები და ფაქტების ანალიზი უმაღლეს დონეზე გამოგივათ. არ ინანებთ, თუ ამ დღეს ზუსტ მეცნიერებებს, დაგეგმვასა და ფინანსებს დაუთმობთ.
გალაქტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2018
მედლის ორი მხარე – ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება
კურო: დღეს საკუთარი ძალების რწმენა, შესაძლოა, ზედმეტ თავდაჯერებულობაში გადაიზარდოს და ამან კი საქმეებს ავნოს. სხვაგვარად გაჭირდება ალბათ იმის ახსნა, რომ შეგიძლიათ სხვების დახმარებაზე უარის თქმა, რჩევების იგნორირება. როგორც არ უნდა იყოთ დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში, ეს არ ნიშნავს, რომ მართლაც მართალი ხართ. ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ შეუცდომელია.
ტყუპი: შესაძლოა, დღეს ძალაგამოფიტულად იგრძნოთ თავი, გაგიჭირდეთ სულ მარტივი საქმის გაკეთებაც კი. დიდი სიამოვნებით გადადებთ ყველაფერს, რისი გადადებაც შეიძლება. თუ საქმე თქვენს დაუყოვნებლივ ჩარევას მოითხოვს, შესაძლოა, უფრო მეტი ქაოსი შეიტანოთ მასში. ამის ბრალი პესიმისტური განწყობა იქნება. საკმარისია, ეს განწყობა მოიშოროთ თავიდან, რომ მაშინვე ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდება.
კირჩხიბი: კაშკაშა ემოციების დღე გელოდებათ. ცოცხალი წარმოსახვის უნარის წყალობით შეგიძლიათ თავი წარმოაჩინოთ შემოქმედებით საქმიანობაში. თუმცა მთავარი ისაა, თუ რას გიმზადებენ ვარსკვლავები – ესაა გრძნობების სპონტანურობა, ვნებათა მთელი ორომტრიალი. მისი საბაბი შეიძლება გახდეს ნებისმიერი რამ: ღიმილი, პაემანზე მიპატიჟება, საკუთარი ფანტაზიები... დღე სხვადასხვა ემოციებით იქნება სავსე, რომლებიც თქვენს გულს ააძგერებს.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
ზოდიაქოს ნიშნების იდეალური წყვილები
ლომი: დღეს გამარჯვების დიდი შანსი გაქვთ. ეს შეიძლება იყოს პროექტის წარმატებით დასრულება, გამარჯვება სიყვარულში, კონკურენტების უკან ჩამოტოვება, პაექრობისას ჩვენება იმისა, რომ მეტოქეზე მაღლა დგახართ. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა იმისთვის, რომ განიმტკიცოთ მოპოვებული პოზიციები და წინ წაიწიოთ. კარგი დღეა იმისთვის, რომ დაისახოთ ამბიციური გეგმები, მიაღწიოთ სასურველ მიზანს და კარიერას მიხედოთ.
ქალწული: დღეს კარგი შესაძლებლობები მოგეცემათ და ისინი ხელიდან რომ არ გაუშვათ, სწრაფად ფიქრი და მოქმედებაა საჭირო. დიდი ალბათობით, თქვენგან მოქნილი და არასტანდარტული სვლები იქნება საჭირო და ამისთვის აუცილებელი თვისებები გაქვთ: კომუნიკაბელურობა, სწრაფი რეაქციები. ეს ყველაფერი გარშემომყოფების სიმპათიის მოპოვებაში და ნებისმიერი სიტუაციის თქვენ სასარგებლოდ შემობრუნებაში დაგეხმარებათ.
სასწორი: ეს ის დღეა, როდესაც ცხოვრებაში ნებისმიერი, ყველაზე გრანდიოზული გეგმის განხორციელებაც კი შეგიძლიათ. წარმატება გელოდებათ ამბიციურ წამოწყებებში. თუ სამსახურშიცა და სასიყვარულო ასპარეზზეც გლობალურ საქმეს წამოიწყებთ, არ ინანებთ, თქვენი გეგმები დროთა განმავლობაში ასრულდება და შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს. სწორედ ამიტომ არ ღირს, რომ დღე რაღაც წვრილმანებს დაუთმოთ. იმოქმედეთ – წინ ახალი ჰორიზონტები გელოდებათ!
ავიასანახაობა ნატახტრის ცაზე - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2018
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის იდეალური ასაკი ქორწინებისთვის
მორიელი: დღეს რაღაც საკითხში არჩევნის გაკეთება მოგიწევთ. შესაძლოა, ეს საკითხი არც კი მოგეჩვენოთ მნიშვნელოვნად, თუმცა ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ ამ გადაწყვეტილებაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თქვენს ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ დღეს არ უნდა ენდოთ წამიერ ემოციებს, გარშემომყოფების რჩევებს და მით უმეტეს, მარჩიელობასა და იღბალზე მინდობას. მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმარჯვებთ, თუ საკითხს დაფიქრებითა და პასუხისმგებლობით მოეკიდებით.
მშვილდოსანი: დღეს უკომპრომისოდ ხართ განწყობილი: ან ყველაფერი, ან არაფერი. მიზანს ცხადად ხედავთ, მისკენ ისრაფვით. ამის გამო მომთხოვნი ხართ როგორც საკუთარი თავის, ისე ირგვლივ მყოფების მიმართ. და არც იქნება გასაკვირი, თუ მთელი დღე იბუზღუნებთ, ყველას გააკრიტიკებთ. გარშემომყოფები იფიქრებენ, რომ მათზე მბრძანებლობთ. დღეს მართლა შესაძლებელია ბევრი რამის მიღწევა, თუმცა – არა ადამიანებთან დამოკიდებულებაში.
თხის რქა: საოცრად ისწრაფვით დამოუკიდებლობისკენ. გარშემომყოფების მოსაზრებები ნაკლებად შეგაწუხებთ – დარწმუნებული ხართ, რომ ყველაფერს სწორად აკეთებთ. ასეთი განწყობა, ერთი მხრივ, დაგეხმარებათ საქმეებში გადაწყვეტილებების მიღებაში, თუმცა, მეორე მხრივ, შესაძლოა, ეს ჩხუბის მიზეზი გახდეს. თუ ვინმეს თქვენთან თანამშრომლობა უნდა, საკმარისია, ამის თაობაზე გთხოვონ – სიამოვნებით მოირგებთ ბრძენი მასწავლებლის როლს.
მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2022
ყველაზე რთული მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: გარშემომყოფებისთვის მხოლოდ შესაშური იქნება თქვენი თვისებები – აქტიურობა, შრომისუნარიანობა, თავდაჯერებულობა. არცაა გასაკვირი, თუ ასეთი ძალებით ნებისმიერ, ყველაზე რთულ საქმესაც შეეჭიდებით. რასაც არ უნდა მოჰკიდოთ დღეს ხელი, ყველაფერი შესანიშნავად გამოგივათ. მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ და არ გააღიზიანოთ გარშემომყოფები თქვენი მოჭარბებული თავდაჯერებულობით.
თევზები: არ არის გამორიცხული, რომ დღეს მოულოდნელ სირთულეებს გადააწყდეთ, მაგრამ კარგი ისაა, რომ ამ სირთულეებთან ბრძოლას თქვენი ძალებითა და ენერგიულობით თავისუფლად შეძლებთ. ხართ ნებისყოფიანი, კომუნიკაბელური, შეგიძლიათ სხვების დარწმუნება საკუთარ მოსაზრებებში. ამის წყალობით ნებისმიერი ვითარების თქვენ სასარგებლოდ შემობრუნებას შეძლებთ. ადამიანებთან შეთანხმებას დღეს უპრობლემოდ შეძლებთ.
ყველა ახალი ამბავი
0