დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 აგვისტო

CC BY-SA 2.0 / Guy Dickinson / Star Trailsვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 18 აგვისტოა, ხუთშაბათი. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
საკმაოდ დატვირთული, მაგრამ სასიამოვნო დღე გელოდებათ. კარგი დროა ურთიერთობებისთვის, შეხვედრებისთვის ახალ ნაცნობებთან. მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები საქმიან ურთიერთობებში. ბევრს მოუწევს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ არ იჩქაროთ – ჯერ კარგად შეისწავლეთ სიტუაცია და საბოლოო დასკვნა მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანეთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 17 აგვისტო>>
ვერძი: დღეს ჩვეულებრივზე მეტი საქმე გექნებათ. ყველაფერს მოასწრებთ, თუ დროს უქმად არ დაკარგავთ. დღე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებით დაიწყეთ, რადგან დილა განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდია. ვარსკვლავების მხარდაჭერით წარმატებებს მიაღწევთ. საღამოს შესაძლებელია სასიამოვნო ნაცნობობა, რომლითაც მეგობრული ან სასიყვარულო ურთიერთობებს შეიძლება დაედოს სათავე.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2018
როგორ შთაბეჭდილებას ტოვებს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი გაცნობისას
კურო: მშფოთვარე დღე გელოდებათ. შესაძლოა, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. არაა გამორიცხული, რაღაც სრულიად მოულოდნელი რამ მოხდეს და საკუთარი საქმეები გადადოთ, რომ სხვების საქმეებს მიხედოთ. ეცადეთ, გადაწყვეტილებების მიღებისას არ იჩქაროთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა პირადი ურთიერთობებისთვის. გულგრილს არ დაგტოვებთ რომანტიკული პაემანი.
ტყუპი: თუ რამე მნიშვნელოვანი გაქვთ ჩაფიქრებული, მოძებნეთ ადამიანები, რომლებიც მხარში ამოგიდგებიან. შესაძლებელია, რომ თქვენი იდეებით გავლენიანი ადამიანები დაინტერესდნენ. წაგადგებათ პროფესიულ ღონისძიებებში – სემინარებში, კონფერენციებში მონაწილეობა. თუ ინიციატივას გამოიჩენთ, პირად ურთიერთობებში შეიძლება სასიკეთო ცვლილებები მოხდეს. შეყვარებულებს სასიამოვნო სიურპრიზები ელოდებათ.
კირჩხიბი: ადვილად გამონახავთ საერთო ენას ახლობლებთან, უფრო კარგად გაუგებთ მათ. შეგიძლიათ დაძაბული ურთიერთობების მოგვარება. კარგი დღეა ძველი კავშირების აღსადგენად. სამუშაოზე სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის. ყურადღებით იქნებით წვრილმანების მიმართ და უმნიშვნელო შეცდომასაც არ დაუშვებთ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა საყიდლებისა და გარიგებების დასადებად.
დიეტა  - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
ზოდიაქოს ნიშნები და დიეტა – როგორ იკლებენ წონაში სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები
ლომი: მშფოთვარე დღეა, მაგრამ არაერთი კაშკაშა მოვლენა გელოდებათ. გაგიჩნდებათ ახალი იდეები, რაც დაგეხმარებათ, რომ მოვლენებსა და საგნებს განსხვავებულად შეხედოთ. შესაძლებელია უჩვეულო წინადადების მიღება სამუშაოსთან დაკავშირებით. სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, ინფორმაცია მოიძიეთ. არცთუ საუკეთესო დღეა იმისთვის, რომ სერიოზული ახალი ვალდებულებები აიღოთ საკუთარ თავზე.
ქალწული: განეწყვეთ მაქსიმალურად მეგობრულად, რადგან სხვისი სისუსტეების მიმართ ლმობიერების გამოჩენა დღეს გაგიჭირდებათ. ურთიერთობები ირგვლივ მყოფებთან შეიძლება დაიძაბოს, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში. დღის მეორე ნახევარი უფრო დატვირთული და ნაყოფიერი იქნება. შეგიძლიათ, შეეჭიდოთ რთულ საქმეებს, დაიწყოთ იმის სწავლა, რაც აქამდე ძალზე რთული გეჩვენებოდათ.
სასწორი: შესაძლებელია ნაცნობობა, როიმლის წყალობითაც თქვენ წინაშე ახალი პერსპექტივები გაჩნდება. არაა გამორიცხული თანამშრომლობის დაწყება მომგებიანი პრიობებით, კარიერული ზრდა. დღეს დაწყებული საქმიანი ურთიერთობები მომავალში შეიძლება მეგობრულ ან რომანტიკულ კავშირში გადაიზარდოს. ადამიანებთან საერთო ენას მარტივად გამონახავთ. საღამო საოჯახო ღონისძიებებს დაუთმეთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2018
როგორია თქვენი ბავშვი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: გაგიჭირდებათ საქმეებისადმი სერიოზულად განწყობა. მოგინდებათ დროის სასიამოვნოდ გატარება, მაგრამ გარემოებები ამის საშუალებას, დიდი ალბათობით, არ მოგცემთ. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მალე შეუდგებით მუშაობას, მით უკეთესი. დღის მეორე ნახევარში საოჯახო საქმეებს დასჭირდება თქვენი ყურადღება, ან ახლობელსა თუ ნათესავს – თქვენი დახმარება. გამოგადგებათ იმპროვიზაციის უნარი.
მშვილდოსანი: იღბლიანად ჩაივლის საქმიანი მოლაპარაკებები. წარმატება საქმეებში ელოდება მათ, ვინც დროულად გამოიჩენს ინიციატივას და არ შეუშინდება პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. ხელსაყრელი დღეა პირადი ურთიერთობების თვალსაზრისითაც. ცხადი გახდება, თუ როგორ უნდა გადაჭრათ საოჯახო პრობლემები. საღამო შესანიშნავი დროა დროის საყვარელ ადამიანთან გასატარებლად.
თხის რქა: კარგი დღეა მუშაობისთვის – ძველ საქმეებს მიუბრუნდებით თუ ახალს წამოიწყებთ, შედეგი ყველა შემთხვევაში შესანიშნავი იქნება. შესაძლებელია თანხის მიღება, მათ შორის მოულოდნელი წყაროებიდან. ხელსაყრელი დღეა გარიგებების დადებისა და საყიდლებისთვის. თანხებთან დაკავშირებულ საკითხებში ინტუიციას ენდეთ. მისი მინიშნებები უფრო მოგიტანთ სარგებელს, ვიდრე ნაცნობების რჩევები.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2018
როგორ იტყუებიან ზოდიაქოს ნიშნები
მერწყული: დღე მსუბუქად დაიწყება. მოსალოდნელია კარგი სიახლეების გაგება, საინტერესო წინადადებების მიღება. საქმეებს დიდი გულისყურით მოეკიდებით და პირველ წარმატებებს მალევე მიაღწევთ. დღის მეორე ნახევარში გარკვეული დაძაბულობაა მოსალოდნელი. გაგიჭირდებათ სიმშვიდის შენარჩუნება. შეიძლება ნებისმიერ წვრილმანზე განერვიულდეთ. ეცადეთ, დრო გამონახოთ დასვენებისთვის.
თევზები: ეცადეთ, დილით წვრილმანებს ყურადღება არ მიაქციოთ. ეს პერიოდი მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობისთვის, სერიოზული პროექტების დასაწყებად გამოდგება. ხელმძღვანელობასთან და საქმიან პარტნიორებთან საერთო ენის გამონახვა მარტივი იქნება. მათგან საჭირო მხარდაჭერას მიიღებთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0