Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სანის დაბადებამ უფრო მეტად განამტკიცა ჩვენი ურთიერთობა...“ - ანდრია გველესიანი

© courtesy of Maiko Vatsadzeანდრია გველესიანი და მაია ვაწაძე
ანდრია გველესიანი და მაია ვაწაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2022
გამოწერა
მომღერალი და მსახიობი ანდრია გველესიანი ჟურნალ „სარკესთან” ამბობს, რომ შვილის დაბადებამ მისი და მაიკო ვაწაძის ურთიერთობა კიდევ უფრო გაამყარა.
ანდრია გველესიანი - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2022
ყვითელი ამბები
„საფულეში ყველა ნივთი დამხვდა, გარდა სოლიდური თანხისა. მივხვდი, რომ...“- ანდრია გველესიანი
„სანის დაბადებამ უფრო მეტად განამტკიცა ჩვენი ურთიერთობა. როდესაც ბავშვია ოჯახში, მას იმდენი დრო მიაქვს, არ უნდა დაგავიწყდეს, რომ შენს მეუღლეს და საყვარელ ადამიანსაც სჭირდება ზრუნვა და მოფრთხილება. ჩვენ შორის სიყვარული რომ არ ვითარდებოდეს, ერთად ცხოვრებას ვერც გავაგრძელებდით. ჩვენი სიყვარული უფრო ძლიერდება. ჩემი და მაიკოს მიზანია ვიყოთ თავისუფალი ადამიანები და შვილიც ასე გავზარდოთ. ორი ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანია ბალანსი“, – ამბობს მომღერალი.
მისი თქმით, როდესაც შენს მინუსებს შენი მეორე ნახევარი გიბალანსებს, ეს იდეალური ვარიანტია.
„მაიკო ბევრად უფრო პრაგმატული ადამიანია და ხშირად ჩამომიყვანს ხოლმე დედამიწაზე. ბევრს ვსაუბრობთ ჩვენს საქმეზე, ერთმანეთს რჩევებს ვაძლევთ. როდესაც ძალიან მაგარი პროფესიონალი მსახიობები გყავს გვერდით, ამაში მინუსი რა უნდა იყოს? მაიკოს არ ერიდება, თავისი აზრი გამოხატოს. არც მოწონებას დამალავს და არც არმოწონებას. ეს მხიბლავს მაიკოში, რომ პირფერობა არ ახასიათებს. ძალიან სწორ შენიშვნებს მაძლევს“, – ამბობს ანდრია გველესიანი.
ყველა ახალი ამბავი
0