Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„საფულეში ყველა ნივთი დამხვდა, გარდა სოლიდური თანხისა. მივხვდი, რომ...“- ანდრია გველესიანი

© courtesy of Andria Gvelesianiანდრია გველესიანი
ანდრია გველესიანი - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2022
გამოწერა
მსახიობი და მომღერალი ანდრია გველესიანი საზოგადოებას უზიარებს საფულის დაკარგვის ისტორიას და მის შემდგომ შემჩნეულ დეტალს, რომელმაც, მომღერლის თქმით, კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მის ცხოვრებაში სიყვარული, ოჯახი და მეგობრობაა.
ანდრია გველესიანი მაია ვაწაძესთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2022
ყვითელი ამბები
„6 თვის იყო, როცა გიტარაზე დაუკრა...“ - ანდრია გველესიანი შვილის უსაზღვრო შესაძლებლობებზე

„ორი დღის წინ ქუჩაში საფულე ამომივარდა, შემდეგ ბევრი ვეძებე და როცა ვიპოვე, შიგნით ყველა ნივთი დამხვდა, გარდა სოლიდური თანხისა, რომელიც მანქანის გამოსაცვლელად მქონდა გადადებული. საგულდაგულოდ ჰქონდა ამ ადამიანს ყველა ნივთი გადახარისხებული და დაბინავებული საფულის სხვადასხვა ჯიბეში. ამ ნივთებში აღმოვაჩინე დედაჩემის, მაიკოს და ჩემი პატარა დაიკოს ფოტოები. მაიკოს სასიყვარულო წერილი და ლექსი ძმობაზე, რომელიც მაშინ დავწერე, როცა საქართველოდან საკმაოდ შორს ვცხოვრობდი“, – წერს გველესიანი.

მისი თქმით, ამ ამბის მერე კიდევ ერთხელ მიხვდა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული, ოჯახი და ნამდვილი მეგობრობაა.

„დიდი მადლობა, ადამიანო, რომ ჩემი საფულის ყველაზე მიუდგომელ ჯიბეში ჩაძვერი და კიდევ ერთხელ შემახსენე ადამიანობის მთავარი ღირებულება”, – დაწერა ანდრია გველესიანმა.

ყველა ახალი ამბავი
0