ვარშავის აეროპორტში დანიის მოქალაქე, 81 წლის ქალი ხუთი კილო ჰეროინით დააკავეს

© AP Photo / Czarek Sokolowskiპოლონეთის პოლიცია
პოლონეთის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2022
გამოწერა
დანიის მოქალაქე ტრანზიტით კანადაში მიემგზავრებოდა.
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. პოლონელმა მებაჟეებმა ხუთ კილოგრამზე მეტი ჰეროინის კონტრაბანდა აღკვეთეს, რომელიც ვარშავაში დანიის მოქალაქემ, 81 წლის ქალმა ჩაიტანა, იუწყება ადგილობრივი საგადასახადო ადმინისტრაცია.
სამართალდამცველებს ეჭვი ქალის მოგზაურობის მარშრუტმა და ნერვულმა ქცევამ გაუჩინა.
„დანიის 81 წლის მოქალაქე მალავიდან კენიისა და დოჰას გავლით ტრანზიტით კანადაში მიემგზავრებოდა“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
საზღვრის თანამშრომლებმა ნარკოტიკი ჩემოდნის სამალავში იპოვეს. შემოწმების შემდეგ ეს ჰეროინი აღმოჩნდა.
ბელგიის საზღვაო პოლიციამ 62,5 მლნ ევროს ღირებულების კოკაინით სავსე ჩანთები „ითევზავა“>>
ნარკოტიკის ფასი შავ ბაზარზე 500 ათას დოლარს აღემატება.
კონტრაბანდისტი საბაჟო–საგადასახადო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს და პოლიციას გადასცეს. მას 3-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0