ბელგიის საზღვაო პოლიციამ 62,5 მლნ ევროს ღირებულების კოკაინით სავსე ჩანთები „ითევზავა“

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშიხომალდი ზღვაში
ხომალდი ზღვაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნარკოტიკებით სავსე ჩანთები ზღვაში სამხრეთამერიკული ხომალდიდან გადაყარეს ბელგიის პორტ ზეებრიუგეში შესვლამდე იმ ანგარიშით, რომ მათ დამკვეთის სათევზაო შხუნა ამოიღებდა.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. ბელგიის საზღვაო პოლიციამ ჩრდილოეთის ზღვის წყლებში 25 სპორტული ჩანთა „დაიჭირა“, რომლებშიც 62,5 მლნ ევროს ღირებულების 50 კგ კოკაინი იყო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ Het Nieuwsblad-ზე დაყრდნობით.

ნარკოტიკები ბანანებში - Sputnik საქართველო
კოკაინი ბანანებში: ესპანეთში პოლიციამ 17 კილოგრამი ნარკოტიკი აღმოაჩინა

გაზეთის მონაცემებით, ნარკოტიკებით სავსე ჩანთები ზღვაში სამხრეთამერიკული ხომალდიდან გადაყარეს ბელგიის პორტ ზეებრიუგეში შესვლამდე იმ ანგარიშით, რომ მათ დამკვეთის სათევზაო შხუნა ამოიღებდა. მაგრამ ფაქტი ახლოს მყოფი დანიის დროშით მცურავი ხომალდის კაპიტანმა შენიშნა, რომელმაც საეჭვო ჩანთების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობა პოლიციას და სამართალდამცველებმაც ოპერაცია ოპერატიულად ჩაატარეს.

სამხრეთამერიკული ხომალდის კაპიტანმა დაკითხვაზე სრულიად უარყო ნარკოტიკების გადაზიდვასთან კავშირი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ პოლიციამ კოკაინის მთელი პარტია გაანადგურა.

ყველა ახალი ამბავი
0