https://sputnik-georgia.com/20220818/zaporojies-atomuri-eleqtrosadguri-269566266.html
ატომურ ელექტროსადგურზე შეტევა იგეგმება: რუსეთის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს
ატომურ ელექტროსადგურზე შეტევა იგეგმება: რუსეთის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. უკრაინის შეიარაღებული ძალები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე 19 აგვისტოს, როდესაც იქ გაეროს გენერალური მდივანი იქნება, შეტევას... 18.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-18T11:10+0400
2022-08-18T11:10+0400
2023-07-20T15:46+0400
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
გაერო
პოლიტიკა
რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/12/269566101_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_8133e79cf4517a68b2885391def944f3.jpg
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. უკრაინის შეიარაღებული ძალები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე 19 აგვისტოს, როდესაც იქ გაეროს გენერალური მდივანი იქნება, შეტევას გეგმავენ, რაშიც შემდეგ რუსულ მხარეს დაადანაშაულებენ, განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა.ამასთან მან აღნიშნა, რომ რუსეთი ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მძიმე შეიარაღებას არ ინახავს და იქ მხოლოდ უსაფრთხოების დანაყოფებია განლაგებული.რუსეთი და უკრაინა აგვისტოს დასაწყისიდან რეგულარულად ადანაშაულებენ ერთმანეთს ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის დაბომბვაში, რომელიც მარტიდან რუსული არმიის კონტროლქვეშაა. ამასთან დაკავშირებით ელექტროსადგურის უკრაინულმა პერსონალმა ექვსი ენერგობლოკიდან ერთი დახურა და კიდევ ორის სიმძლავრე შეამცირა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელობა ცდილობს შეათანხმოს რუსეთთან, უკრაინასა და გაეროსთან თავისი დელეგაციის ვიზიტი ატომურ სადგურზე სიტუაციის შესაფასებლად.გაეროში მიაჩნიათ, რომ უკრაინული მხარე შეძლებს სადგურზე ვიზიტის დროს IAEA-ს მისიის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რაშიც რუსულ მხარეს ეჭვი ეპარება.
https://sputnik-georgia.com/20220816/iaea-zaporojies-aes-269480342.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/12/269566101_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_e3e312a3ec168cdcf601bb67a1c83ab3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, გაერო, პოლიტიკა, რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, გაერო, პოლიტიკა, რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. უკრაინის შეიარაღებული ძალები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე 19 აგვისტოს, როდესაც იქ გაეროს გენერალური მდივანი იქნება, შეტევას გეგმავენ, რაშიც შემდეგ რუსულ მხარეს დაადანაშაულებენ, განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა.
„19 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების 44-ე საარტილერიო ბრიგადის ქვედანაყოფები საარტილერიო დარტყმების განხორციელებას გეგმავენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ქალაქ ნიკოპოლში მდებარე საცეცხლე პოზიციებიდან. მათ შედეგებზე პასუხისმგებლობა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაეკისრება“, — განაცხადა კონაშენკოვმა ბრიფინგზე.
ამასთან მან აღნიშნა, რომ რუსეთი ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მძიმე შეიარაღებას არ ინახავს და იქ მხოლოდ უსაფრთხოების დანაყოფებია განლაგებული.
რუსეთი და უკრაინა აგვისტოს დასაწყისიდან რეგულარულად ადანაშაულებენ ერთმანეთს ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის დაბომბვაში, რომელიც მარტიდან რუსული არმიის კონტროლქვეშაა. ამასთან დაკავშირებით ელექტროსადგურის უკრაინულმა პერსონალმა ექვსი ენერგობლოკიდან ერთი დახურა და კიდევ ორის სიმძლავრე შეამცირა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელობა ცდილობს შეათანხმოს რუსეთთან, უკრაინასა და გაეროსთან თავისი დელეგაციის ვიზიტი ატომურ სადგურზე სიტუაციის შესაფასებლად.
გაეროში მიაჩნიათ, რომ უკრაინული მხარე შეძლებს სადგურზე ვიზიტის დროს IAEA-ს მისიის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რაშიც რუსულ მხარეს ეჭვი ეპარება.