რუსეთში IAEA-ს დელეგაციის კიევის გავლით ზაპოროჟიეს აეს-ზე ჩასვლა სახიფათოდ მიაჩნიათ

© Ministry of Foreign Affairs of the Russian Federation
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2022
გამოწერა
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისიის კიევის გავლით გაგზავნა უსაფრთხო არ არის, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ ვიშნევეცკიმ.
მისი თქმით, ამისათვის საჭირო იქნება ფრონტის ხაზის გადაკვეთა.
მანამდე გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დუჟარიკმა განაცხადა, რომ IAEA მზად არის, გაემგზავროს ზაპოროჟიეს სადგურზე კიევის გავლით, თუ რუსეთი და უკრაინა თანახმა იქნებიან.

„წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს „კიევის გავლით“. ეს ნიშნავს, რომ ისინი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ფრონტის ხაზის გავლით შევლენ. ეს არის უზარმაზარი რისკი, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები არაერთგვაროვანი შეიარაღებული ფორმირებებია“, — განუცხადა ვიშნევსკიმ ჟურნალისტებს.

მისი ვარაუდით, უკრაინულმა მხარემ შესაძლოა პროვოკაცია მოაწყოს და სროლებში რუსეთი დაადანაშაულოს.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რუსეთი მანამდე მზად იყო უზრუნველეყო უსაფრთხო მარშრუტი, მაგრამ მაშინ IAEA-ს ვიზიტი არ შედგა.
ვიშნევსკის თქმით, ის ერთგვარად დაბნეულია კიევის გავლით მოგზაურობის გეგმებით. როგორც მან აღნიშნა, დუჟარიკმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე უკრაინის წარმომადგენლის თეზისი გაიმეორა.
„სწორედ ის ამტკიცებდა, რომ მათ დელეგაციისთვის ყველაზე მოკლე გზა აქვთ — 5 კილომეტრი ფრონტის ხაზის გასწვრივ. ეს აჩენს კითხვებს. ეს კიდევ უფრო პრობლემურს ხდის სადგურზე ვიზიტს, რასაც ჩვენ მივესალმეთ და მზად ვიყავით დასახმარებლად“, — განაცხადა ვიშნევსკიმ.
ზაპოროჟიეს სადგური, რომელიც დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს ქალაქ ენერგოდართან, არის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური ევროპაში ბლოკების რაოდენობისა და დადგმული სიმძლავრის მიხედვით. სადგურზე ექვსი ენერგობლოკია. მას მიმდინარე წლის მარტიდან რუსი სამხედროები აკონტროლებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ამას ბირთვული და რადიოაქტიური მასალების გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით აკეთებს.
აშშ და სხვა ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთს „დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები და ყველა სხვა არასანქცირებული პერსონალი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან“ და დაუბრუნოს იგი უკრაინას. გუშინ მათ გამოაქვეყნეს შესაბამისი განცხადება, რომელსაც 40-ზე მეტმა სახელმწიფომ მოაწერა ხელი. ვენის საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა მიხაილ ულიანოვმა დოკუმენტს პროპაგანდისტული უწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0