https://sputnik-georgia.com/20220818/turqeti-svedeti-fineti-nato-269568162.html
ნუ გამოცდით თურქეთს: ანკარა ფინეთსა და შვედეთს ნატოში გაწევრიანების დამუხრუჭებით ემუქრება
ნუ გამოცდით თურქეთს: ანკარა ფინეთსა და შვედეთს ნატოში გაწევრიანების დამუხრუჭებით ემუქრება
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. შვედეთსა და ფინეთს ჯერ კიდევ არ დაუკმაყოფილებიათ თურქეთის მოთხოვნა ტერორისტული ორგანიზაციების წევრების ექსტრადიციის შესახებ, მათ... 18.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-18T11:51+0400
2022-08-18T11:51+0400
2022-08-18T18:32+0400
მსოფლიო დღეს
საერთაშორისო პანორამა
მსოფლიოში
თურქეთი
ფინეთი
შვედეთი
ნატო
პოლიტიკა
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0a/268374424_0:320:3071:2048_1920x0_80_0_0_fec0c20f849c2643adf9c7ed4fcedfbd.jpg
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. შვედეთსა და ფინეთს ჯერ კიდევ არ დაუკმაყოფილებიათ თურქეთის მოთხოვნა ტერორისტული ორგანიზაციების წევრების ექსტრადიციის შესახებ, მათ მიერ ექსტრადირებულ პირებს ტერორიზმთან კავშირი არ აქვთ, განაცხადა თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაღმა.მისი თქმით, თუ აღნიშნული მოთხოვნა ანკარის მოლოდინების შესაბამისად არ დაკმაყოფილდება, ამ ქვეყნების ნატოში გაწევრიანების პროცესი შეფერხდება.ფინეთმა და შვედეთმა 18 მაისს წარუდგინეს ნატოს გენერალურ მდივანს ალიანსში გაწევრიანების შესახებ განაცხადები. ეს უკრაინაში რუსული „სამხედრო სპეცოპერაციის“ ფონზე მოხდა. ორი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას ნატოს ყველა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, გარდა თურქეთისა, რომელმაც თავდაპირველად დაბლოკა განაცხადების განხილვის პროცესის დაწყება. თუმცა 29 ივნისს თურქეთმა, შვედეთმა და ფინეთმა ხელი მოაწერეს უსაფრთხოების მემორანდუმს, რომელიც ანკარის ყველა მოთხოვნას ითვალისწინებდა. შესაბამისად, ანკარა დაეთანხმა ამ ორი ევროპული ქვეყნის ნატოში შესვლას.ამასთან ბოზდაღმა ხაზი გაუსვა, რომ შვედეთისა და ფინეთის მთავრობებმა ექსტრადიციის მოთხოვნა თურქეთის მოლოდინების შესაბამისად არ დააკმაყოფილეს, ვინაიდან მათ მიერ ექსტრადირებულ პირებს არაფერი აქვთ საერთო ტერორისტულ დანაშაულებთან.აღსანიშნავია, რომ თურქეთმა შვედეთს 27 პირის ექსტრადიცია მოსთხოვა, რომლებიც ანკარას ტერორისტებად მიაჩნია. აქედან 17 პირის შესახებ უარი მიიღო, ხოლო 3 მოთხოვნა შესრულდა. დარჩენილ შვიდზე მუშაობა კვლავ გრძელდება.რაც შეეხება ფინეთს, თურქეთმა ქვეყანას 12 პირის ექსტრადიცია მოსთხოვა. აქედან რვა მოთხოვნა უარყოფილია, სამი — დაკმაყოფილებული.ამ დროისათვის თურქეთი შვედეთისა და ფინეთისგან უარყოფილი განაცხადების გადახედვასა და მათ დაკმაყოფილებას მოითხოვს.წყარო: Milliyet
თურქეთი
ფინეთი
შვედეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0a/268374424_171:276:2534:2048_1920x0_80_0_0_8581e58c8de81be771d0adf404b583bc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საერთაშორისო პანორამა, მსოფლიოში, თურქეთი , ფინეთი, შვედეთი, ნატო , პოლიტიკა
საერთაშორისო პანორამა, მსოფლიოში, თურქეთი , ფინეთი, შვედეთი, ნატო , პოლიტიკა
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. შვედეთსა და ფინეთს ჯერ კიდევ არ დაუკმაყოფილებიათ თურქეთის მოთხოვნა ტერორისტული ორგანიზაციების წევრების ექსტრადიციის შესახებ, მათ მიერ ექსტრადირებულ პირებს ტერორიზმთან კავშირი არ აქვთ, განაცხადა თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაღმა.
მისი თქმით, თუ აღნიშნული მოთხოვნა ანკარის მოლოდინების შესაბამისად არ დაკმაყოფილდება, ამ ქვეყნების ნატოში გაწევრიანების პროცესი შეფერხდება.
ფინეთმა და შვედეთმა 18 მაისს წარუდგინეს ნატოს გენერალურ მდივანს ალიანსში გაწევრიანების შესახებ განაცხადები. ეს უკრაინაში რუსული „სამხედრო სპეცოპერაციის“ ფონზე მოხდა. ორი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას ნატოს ყველა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, გარდა თურქეთისა, რომელმაც თავდაპირველად დაბლოკა განაცხადების განხილვის პროცესის დაწყება. თუმცა 29 ივნისს თურქეთმა, შვედეთმა და ფინეთმა ხელი მოაწერეს უსაფრთხოების მემორანდუმს, რომელიც ანკარის ყველა მოთხოვნას ითვალისწინებდა. შესაბამისად, ანკარა დაეთანხმა ამ ორი ევროპული ქვეყნის ნატოში შესვლას.
„თურქეთის დადებითი გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროცესი დასრულებულია. თუ შეთანხმებით გათვალისწინებული დაპირებები შესრულდება, თურქეთი თავის სიტყვას შეასრულებს. როგორია ჩვენი სიტყვა? თუ დანაპირებს შეასრულებთ, ჩვენ დავთანხმდებით [ფინეთისა და შვედეთის] გაწევრიანებას. წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესი დამუხრუჭდება“, — ციტირებს მინისტრს გაზეთი Milliyet.
ამასთან ბოზდაღმა ხაზი გაუსვა, რომ შვედეთისა და ფინეთის მთავრობებმა ექსტრადიციის მოთხოვნა თურქეთის მოლოდინების შესაბამისად არ დააკმაყოფილეს, ვინაიდან მათ მიერ ექსტრადირებულ პირებს არაფერი აქვთ საერთო ტერორისტულ დანაშაულებთან.
„თუ [ფინეთი და შვედეთი] ფიქრობენ, რომ ჩვეულებრივი დამნაშავეების გადმოცემით თურქეთს დაპირებების შესრულებაში დაარწმუნებენ, თურქეთი ამას არ დაიჯერებს. მათთვის სასარგებლო იქნებოდა იცოდნენ, რომ სახელმწიფომ, გამოცდილების წყალობით, მათზე ათასჯერ უკეთ იცის, რას ნიშნავს ეს. თურქეთის გამოცდა არ ღირს“, – განაცხადა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ თურქეთმა შვედეთს 27 პირის ექსტრადიცია მოსთხოვა, რომლებიც ანკარას ტერორისტებად მიაჩნია. აქედან 17 პირის შესახებ უარი მიიღო, ხოლო 3 მოთხოვნა შესრულდა. დარჩენილ შვიდზე მუშაობა კვლავ გრძელდება.
რაც შეეხება ფინეთს, თურქეთმა ქვეყანას 12 პირის ექსტრადიცია მოსთხოვა. აქედან რვა მოთხოვნა უარყოფილია, სამი — დაკმაყოფილებული.
ამ დროისათვის თურქეთი შვედეთისა და ფინეთისგან უარყოფილი განაცხადების გადახედვასა და მათ დაკმაყოფილებას მოითხოვს.