კვერცხი ბავშვს სიმაღლეში ზრდის: დამტკიცებულია კვლევით

© Pixabay / bluebudgieთეთრი და მუქნაჭუჭიანი კვერცხები კალათში
თეთრი და მუქნაჭუჭიანი კვერცხები კალათში  - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2022
გამოწერა
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. დღეში თუნდაც ერთი კვერცხის ჭამა ბავშვებს სიმაღლეში გაზრდაში ეხმარება, აცხადებენ მეცნიერები შესაბამისი ახალი კვლევის საფუძველზე, რომელიც Journal of Pediatrics-ში გამოქვეყნდა.
მკვლევარების თქმით, ბავშვის სიცოცხლის პირველი ორი წელი გადამწვეტი მნიშვნელობისაა სიმაღლეში ზრდისთვის, კვერცხი კი — როგორც მოხარშული, ისე შემწვარი, პატარა ბავშვებს ენერგიით მუხტავს და ხელს უწყობს მათ ზრდას.
გავრცელებული ინფორმაციით, კვლევა ექვსი თვის განმავლობაში ტარდებოდა ეკვადორის ერთ-ერთ სოფელში. მეცნიერებმა სპეციალურად აირჩიეს სასურსათო რესურსებით შეზღუდული ტერიტორია. საქმე ისაა, რომ სიმაღლეში ზრდის შენელების უმთავრესი მიზეზი, გარდა საყმაწვილო დაავადებებისა და ინფექციებისა, ცუდი კვებაც არის.
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2022
რა ემართება ორგანიზმს, როდესაც კვერცხს მიირთმევთ: დამტკიცებულია მეცნიერულად
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დღეისათვის მსოფლიოში ხუთ წლამდე ასაკის 155 მილიონი ბავშვი ჩამორჩება სიმაღლის მაჩვენებლით თავის ასაკს. მათი უმეტესობა დაბალი ან საშუალო შემოსავლების ქვეყნებში ცხოვრობს.
ექსპერიმენტში 6-დან 9 თვემდე 163 ბავშვი ჩართეს, რომლებსაც სიმაღლეში ჩამორჩენა აღენიშნებოდათ. ისინი ორ ჯგუფად გაყვეს, რომელთაგან პირველს ყოველდღე აძლევდნენ კვერცხს, მეორე კი საკონტროლო ჯგუფი იყო, ანუ ამ ჯგუფის ბავშვებს კვერცხს არ აჭმევდნენ. მანამდე ყველა მათგანი აწონეს და გაზომეს.
არ გამოტოვოთ: არასწორად მოხარშული კვერცხი შხამია - აკრძალეთ თოხლო კვერცხი
შემდგომში მკვლევარები ყოველდღე ამოწმებდნენ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას და მათი მშობლებისგან დეტალურ ინფორმაციას იღებდნენ, რა ჭამა იმ დღეს ბავშვმა და მიიღო თუ არა კვერცხი. ექვსი თვის თავზე მეცნიერებმა ახლიდან აწონეს და გაზომეს ორივე ჯგუფის ბავშვები და აღმოაჩინეს, რომ „კვერცხის ჯგუფში“ შემავალი ბავშვები „უკვერცხო ჯგუფის“ ბავშვებზე მეტად იყვნენ გაზრდილები.
ექსპერიმენტის დაწყებამდე სიმაღლეში ჩამორჩენა „კვერცხის ჯგუფის“ ბავშვების 37%-ს აღენიშნებოდა, „უკვერცხო ჯგუფში“ ეს მაჩვენებელი 26%-ს შეადგენდა. ექსპერიმენტის ბოლოს კი პირველ ჯგუფში სიმაღლეში ჩამორჩენის მაჩვენებელმა 21%-მდე დაიწია, ხოლო საკონტროლო ჯგუფში, რომელსაც კვერცხს არ აჭმევდნენ, პირიქით — 29%-მდე გაიზარდა.
როგორც პედიატრიისაა და ბავშვთა ჯანმრთელობის სამეფო კოლეჯის პროფესორმა მერი ფიუტრელმა აღნიშნა:

„კვერცხი — ეს კვებითი დანამატია, რომელიც მრავალფეროვან რაციონში უნდა შედიოდეს. თუმცა დედებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მისი მიცემა ბავშვისთვის ოთხ თვეზე ნაკლებ ასაკში არ შეიძლება. ამასთან კვერცხი უნდა იყოს კარგად მომზადებული, რათა პოტენციური საფრთხე თავიდან იყოს აცილებული“.

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ჯანმო მსოფლიოს ყველა დედას ურჩევს, პირველი ექვსი თვის განმავლობაში ბავშვები ბუნებრივ კვებაზე ჰყავდეთ. ეს აუცილებელია მათი ოპტიმალური განვითარების, ზრდისა და ჯანმრთელობისთვის. ექვსი თვიდან კი ბავშვს უკვე შეიძლება მიეცეს დამატება ძუძუთი კვების პარალელურად, რაც შეიძლება ორ წლამდე ან უფრო მეტ ხანსაც გაგრძელდეს.
წყარო: Journal of Pediatrics
ყველა ახალი ამბავი
0