ისრაელის ახალი ელჩი: „ისრაელსა და საქართველოს მეგობრობის მდიდარი ისტორია აქვთ“

© photo: Sputnik / Stringerისრაელისა და საქართველოს დროშები
ისრაელისა და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2022
გამოწერა
რან გიდორი საქართველოში ისრაელის საელჩოს 2020 წლიდან ხელმძღვანელობდა.
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. ისრაელის ახლად დანიშნული ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი საქმიანობას შეუდგა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის საელჩო სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
როგორც თავად მეიცადი წერს, ისრაელსა და საქართველოს მეგობრობისა და დიპლომატიური კავშირების მდიდარი ისტორია აქვთ და ელჩი ეცდება ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

„ჩემთვის დიდი პატივია და უაღრესად მოხარული ვარ შევუდგე ჩემს საქმიანობას საქართველოში ისრაელის ახლად დანიშნული ელჩის რანგში. მოუთმენლად ველი საკუთარი წვლილი შევიტანო ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში, ასევე უკეთ გავიცნო ეს მშვენიერი ქვეყნა", – აღნიშნულია ისრაელის ელჩის წერილში.

ჰადას მეიცადმა რან გიდორი შეცვალა, რომელიც საქართველოში ისრაელის საელჩოს 2020 წლიდან ხელმძღვანელობდა.
საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ქვეყნები აწარმოებენ მუდმივ პოლიტიკურ დიალოგს, თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმის სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0