„ჩემი მიზანია ამერიკაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება სამშობლოს მოვახმარო“

© courtesy of Giorgi Gogidzeგიორგი გოგიძე
გიორგი გოგიძე  - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2022
გამოწერა
პროფესიით იურისტი გიორგი გოგიძის ოცნება 23 წლის ასაკში ახდა. თუმცა თვლის, რომ ოცნებების ასრულებისთვის ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია მონდომება და ოჯახის მხარდაჭერა.
სკოლა საქართველოში ოქროს მედალზე დაამთავრა. შემდეგ გადაწყვიტა ამერიკის სამართლებრივი სისტემა და კანონმდებლობა შეესწავლა და ამისთვის იურიდიული განათლება მიიღო.
დღეს გიორგი ამერიკის ცნობილი სადაზღვევო კომპანიის გენერალური მენეჯერია. მომავალში ფიქრობს თავისი საქმიანობა ისე წარმართოს, რომ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ბავშვების განათლებას წაადგეს.
© photo: courtesy of Giorgi Gogidzeგიორგი გოგიძე
გიორგი გოგიძე  - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2022
გიორგი გოგიძე
- გიორგი, დავიწყოთ იმით, რომ საქართველოში ამ სისტემის მიმართ ნდობა არც ისე მაღალია, რით ახსნით ამას?
- მართალი ხართ, საქართველოში ამ სფეროს მიმართ დიდი ნდობა არ არსებობს, ამიტომ ჩვენთან ამის დანერგვის ეტაპობრივი გეგმა და სტრატეგიაა შესამუშავებელი. ამ პროცესს, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით დავიწყებდი. რაც შეეხება ამერიკას, იქ ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში აზღვევდნენ მეზღვაურებს, რათა მათი გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახის წევრებს ფინანსური ტრაგედია თავიდან აეცილებინათ.
- ამერიკაში საუკეთესო აგენტის სტატუსი როდის მოიპოვეთ?
- თავიდან გეტყვით, რომ სიცოცხლეში მთავარი სიყვარული, სიკეთის კეთება და ადამიანების დახმარების სურვილია. ჩემი საქმიანობაც ამას ემსახურება და ეს გზაც სწორედ ამიტომ ავირჩიე. აქ საუკეთესო აგენტის სტატუსი 2020 წლის ბოლოს მოვიპოვე. კომპანიის გენერალური მენეჯერის პოზიციაზე კი ექვსი თვის განმავლობაში დავწინაურდი.
© photo: courtesy of Giorgi Gogidzeგიორგი გოგიძე, მამასთან, ცნობილ მომღერალ გოგიტა გოგიძესთან ერთად
გიორგი გოგიძე, მამასთან, ცნობილ მომღერალ გოგიტა გოგიძესთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2022
გიორგი გოგიძე, მამასთან, ცნობილ მომღერალ გოგიტა გოგიძესთან ერთად
- დავაკონკრეტოთ, რომელ ამერიკულ კომპანიაზეა საუბარი?
- ესაა ამერიკის სიცოცხლის სადაზღვევო კომპანია American Income Life, რომელიც Forbes-ის ჟურნალში ყოველწლიურად იკავებს ადგილს, როგორც ერთ-ერთი წამყვანი კომპანია.
- ვიცი, რომ თქვენთვის ოჯახის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს...
- დიახ, ჩემთვის ოჯახის მხარდაჭერა ბევრს ნიშნავს და, ცხადია, სტიმულიც იყო. მიუხედავად ამისა, ამერიკა ის ქვეყანაა, სადაც პროფესიონალიზმი და საქმის შესრულების ხარისხია მაინც ყველაზე მთავარი. შესაბამისად, ამ ყველაფერში ინვესტირებული დრო, განათლება და შრომა წარმატების ყველაზე დიდი განმაპირობებელი ფაქტორებია.
© photo: courtesy of Giorgi Gogidzeგიორგი გოგიძე
გიორგი გოგიძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2022
გიორგი გოგიძე
- თქვენი მამა ამერიკაში ცნობილი მომღერალი გოგიტა გოგიძეა, რა როლი უკავია მას თქვენს ცხოვრებაში?
- მამას განსაკუთრებული როლი უკავია. ის ნამდვილი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვრო პატიოსნად და ღირსეულად, რათა ადამიანების პატივისცემა და აღიარება დაიმსახურო. ის დიდი ავტორიტეტით სარგებლობს საზოგადოებაში თავისი პიროვნული თვისებებითა და საქმიანობით. რა თქმა უნდა, მისი მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს, თუმცა პირადად მე არ მიყვარს ხოლმე ამით თავის გამოჩენა. ყოველთვის იმის მომხრე ვარ, რომ ცხოვრების გზა ყველა ადამიანმა თავისით, დამოუკიდებლად უნდა გაიკვალოს.
- თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე როგორ აპირებთ, რომ საქართველოს დაეხმაროთ?
- მიმაჩნია, რომ ამ ასაკში, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ჩემს ქვეყანას ამერიკიდან უფრო დავეხმარები. საქართველო ჩემი საოცნებო ქვეყანაა, ოღონდ გაბრწყინებული საქართველო, გაერთიანებული იბერია თავისი ძლიერი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემებით. ჩემი მიზანია ამერიკაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება სამშობლოს მოვახმარო და საკუთარი მოკრძალებული წვლილი შევიტანო ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში, როგორც ერთ-ერთმა რიგითმა მოქალაქემ და მამულიშვილმა.
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0