https://sputnik-georgia.com/20220817/romel-sesxebs-seexeba-vadis-semcireba-erovnuli-bankis-ganmarteba-269546266.html
რომელ სესხებს შეეხება ვადის შემცირება: ეროვნული ბანკის განმარტება
რომელ სესხებს შეეხება ვადის შემცირება: ეროვნული ბანკის განმარტება
Sputnik საქართველო
საქართველოში ერთ წელიწადში სამომხმარებლო კრედიტები თითქმის მესამედით გაიზარდა
2022-08-17T19:24+0400
2022-08-17T19:24+0400
2022-08-17T22:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/77/234437752_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_b29bdcb206b317490b27a10f31bc10c4.jpg
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. საქართველოში სესხების გაცემის მაქსიმალური ვადის 4-დან 3 წლამდე შემცირება შეეხება საერთო მიზნობრივ სამომხმარებლო სესხებს, საკრედიტო ბარათებს, განვადებას და ოვერდრაფტს, განაცხადა ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა.ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის შემცირების შესახებ 16 აგვისტოს ამოქმედდა. ის მიზნად ისახავს ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირებას სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის შედეგად. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2022 წლის ივლისში, გასული წლის ივლისთან შედარებით) 11,5% შეადგინა. მიზნობრივი მაჩვენებელია 3%.მისი თქმით, სამომხმარებლო სესხების რაოდენობა საქართველოში ერთ წელიწადში 30%-ით გაიზარდა.ეროვნულ ბანკში ფიქრობენ, რომ სესხების გაცემის ვადის შემცირების გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საკრედიტო აქტივობის 1%-ით შემცირებას და ეს ინფლაციაზე დადებითად აისახება. ახლა ბანკებს უწევთ შედარებით მცირე სესხების გაცემა.სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ვადა შემცირდა >>„ვფიქრობთ, რომ ერთი წლის თავზე დაველოდებით, ინფლაცია დაუბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებელს და ამ ინსტრუმენტის დამატებითი გამოყენების საჭიროება აღარ იქნება“, – განაცხადა დავით უტიაშვილმა.საქართველოს ხელისუფლებამ 2019 წლის 1 იანვრიდან კრედიტების გაცემის წესები გაამკაცრა. კერძოდ, ბანკებსა და საფინანსო ორგანიზაციებს კრედიტის გაცემა შეუძლიათ მხოლოდ ვალის აღების მსურველის ფინანსური მდგომარეობის დეტალური ანალიზის შემდეგ და მხოლოდ სუფთა შემოსავლების ხელმძღვანელობით. გარდა ამისა, დადგენილია კრედიტზე ყოველთვიური გადასახადის ლიმიტი, კრედიტის ვადა, და აკრძალულია 200 ათას ლარამდე თანხის გაცემა დოლარში.მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს რეგულატორმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით მოქალაქეების ნაწილს 200 ათას ლარამდე ვალის აღება უცხოურ ვალუტაში – დოლარში ან ევროში შეუძლია. ამ კრედიტებისთვის ქვედა ზღვარი დადგენილი არ არის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/77/234437752_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_ec7ab170df89bd4fe1bda23e27805263.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სესხები ვადა შემცირება ეროვნული ბანკი განმარტება
სესხები ვადა შემცირება ეროვნული ბანკი განმარტება
რომელ სესხებს შეეხება ვადის შემცირება: ეროვნული ბანკის განმარტება
19:24 17.08.2022 (განახლებულია: 22:12 17.08.2022) საქართველოში ერთ წელიწადში სამომხმარებლო კრედიტები თითქმის მესამედით გაიზარდა.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. საქართველოში სესხების გაცემის მაქსიმალური ვადის 4-დან 3 წლამდე შემცირება შეეხება საერთო მიზნობრივ სამომხმარებლო სესხებს, საკრედიტო ბარათებს, განვადებას და ოვერდრაფტს, განაცხადა ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის შემცირების შესახებ 16 აგვისტოს ამოქმედდა. ის მიზნად ისახავს ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირებას სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის შედეგად. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2022 წლის ივლისში, გასული წლის ივლისთან შედარებით) 11,5% შეადგინა. მიზნობრივი მაჩვენებელია 3%.
„ამ გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზი იყო საკრედიტო აქტივობის შენელება, რადგან ეს აქტივობა გავლენას ახდენს ინფლაციაზე. ეს შეეხება ყველა ტიპის არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხს. ეს არის როგორც საერთო მიზნობრივი სამომხმარებლო სესხი, ასევე საკრედიტო ბარათი, განვადება, ოვერდრაფტი“, – განაცხადა უტიაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.
მისი თქმით, სამომხმარებლო სესხების რაოდენობა საქართველოში ერთ წელიწადში 30%-ით გაიზარდა.
ეროვნულ ბანკში ფიქრობენ, რომ სესხების გაცემის ვადის შემცირების გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საკრედიტო აქტივობის 1%-ით შემცირებას და ეს ინფლაციაზე დადებითად აისახება. ახლა ბანკებს უწევთ შედარებით მცირე სესხების გაცემა.
„ვფიქრობთ, რომ ერთი წლის თავზე დაველოდებით, ინფლაცია დაუბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებელს და ამ ინსტრუმენტის დამატებითი გამოყენების საჭიროება აღარ იქნება“, – განაცხადა დავით უტიაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლებამ 2019 წლის 1 იანვრიდან კრედიტების გაცემის წესები გაამკაცრა. კერძოდ, ბანკებსა და საფინანსო ორგანიზაციებს კრედიტის გაცემა შეუძლიათ მხოლოდ ვალის აღების მსურველის ფინანსური მდგომარეობის დეტალური ანალიზის შემდეგ და მხოლოდ სუფთა შემოსავლების ხელმძღვანელობით. გარდა ამისა, დადგენილია კრედიტზე ყოველთვიური გადასახადის ლიმიტი, კრედიტის ვადა, და აკრძალულია 200 ათას ლარამდე თანხის გაცემა დოლარში.
მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს რეგულატორმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით მოქალაქეების ნაწილს 200 ათას ლარამდე ვალის აღება უცხოურ ვალუტაში – დოლარში ან ევროში შეუძლია. ამ კრედიტებისთვის ქვედა ზღვარი დადგენილი არ არის.