https://sputnik-georgia.com/20220815/samomxmareblo-sesxis-vada-semcirda-269444655.html
სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ვადა შემცირდა
სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ვადა შემცირდა
Sputnik საქართველო
შესაბამისი ცვლილება ეროვნულმა ბანკმა სამომხმარებლო დაკრედიტების შესასუსტებლად მიიღო. 15.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-15T10:54+0400
2022-08-15T10:54+0400
2022-08-15T19:14+0400
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23831/62/238316219_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_2dfdafa4f8042ac93ba3915270d6fb9b.jpg
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. 15 აგვისტოდან ამოქმედდა საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით სამომხმარებლო სესხების გაცემის მაქსიმალური ვადა 4-დან 3 წლამდე შემცირდა.ახალი რეგულაცია დაკრედიტების გაზრდილ მოთხოვნასთან დაკავშირებით დაწესდა და ეს ცვლილება ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს.2019 წელს ამოქმედდა ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო პროექტი. ე.წ. პასუხისმგებლიანმა დაკრედიტებამ შეაჩერა სესხების ჭარბი ზრდიდან მომდინარე ფინანსური სტაბილურობის რისკები და ამავე დროს ხელი შეუწყო სესხების უფრო პროდუქტიულ სექტორებში გადამისამართებას.საქართველოს ხელისუფლებამ 2019 წლის 1 იანვრიდან კრედიტების გაცემის წესები გაამკაცრა. კერძოდ, ბანკებსა და საფინანსო ორგანიზაციებს კრედიტის გაცემა შეუძლიათ მხოლოდ ვალის აღების მსურველის ფინანსური მდგომარეობის დეტალური ანალიზის შემდეგ და მხოლოდ სუფთა შემოსავლების ხელმძღვანელობით. გარდა ამისა, დადგენილია კრედიტზე ყოველთვიური გადასახადის ლიმიტი, კრედიტის ვადა, და აკრძალულია 200 ათას ლარამდე თანხის გაცემა დოლარში.ეროვნულმა ბანკმა 200 ათას ლარამდე კრედიტის დოლარში გაცემის ნებართვა გასცა>>მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს რეგულატორმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით მოქალაქეების ნაწილს 200 ათას ლარამდე ვალის აღება უცხოურ ვალუტაში – დოლარში ან ევროში შეუძლია. ამ კრედიტებისთვის ქვედა ზღვარი დადგენილი არ არის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23831/62/238316219_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_eb4f56c1a2f2d3c6fa60c976769565b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები, საქართველო
სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ვადა შემცირდა
10:54 15.08.2022 (განახლებულია: 19:14 15.08.2022) შესაბამისი ცვლილება ეროვნულმა ბანკმა სამომხმარებლო დაკრედიტების შესასუსტებლად მიიღო.
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. 15 აგვისტოდან ამოქმედდა საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით სამომხმარებლო სესხების გაცემის მაქსიმალური ვადა 4-დან 3 წლამდე შემცირდა.
ახალი რეგულაცია დაკრედიტების გაზრდილ მოთხოვნასთან დაკავშირებით დაწესდა და ეს ცვლილება ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს.
2019 წელს ამოქმედდა ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო პროექტი. ე.წ. პასუხისმგებლიანმა დაკრედიტებამ შეაჩერა სესხების ჭარბი ზრდიდან მომდინარე ფინანსური სტაბილურობის რისკები და ამავე დროს ხელი შეუწყო სესხების უფრო პროდუქტიულ სექტორებში გადამისამართებას.
საქართველოს ხელისუფლებამ 2019 წლის 1 იანვრიდან კრედიტების გაცემის წესები გაამკაცრა. კერძოდ, ბანკებსა და საფინანსო ორგანიზაციებს კრედიტის გაცემა შეუძლიათ მხოლოდ ვალის აღების მსურველის ფინანსური მდგომარეობის დეტალური ანალიზის შემდეგ და მხოლოდ სუფთა შემოსავლების ხელმძღვანელობით. გარდა ამისა, დადგენილია კრედიტზე ყოველთვიური გადასახადის ლიმიტი, კრედიტის ვადა, და აკრძალულია 200 ათას ლარამდე თანხის გაცემა დოლარში.
მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს რეგულატორმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით მოქალაქეების ნაწილს 200 ათას ლარამდე ვალის აღება უცხოურ ვალუტაში – დოლარში ან ევროში შეუძლია. ამ კრედიტებისთვის ქვედა ზღვარი დადგენილი არ არის.