https://sputnik-georgia.com/20220720/erovnulma-bankma-200-atas-laramde-kreditis-dolarsi-gacemis-ufleba-gasca-268690120.html
ეროვნულმა ბანკმა 200 ათას ლარამდე კრედიტის დოლარში გაცემის ნებართვა გასცა
ეროვნულმა ბანკმა 200 ათას ლარამდე კრედიტის დოლარში გაცემის ნებართვა გასცა
Sputnik საქართველო
კრედიტებისთვის ქვედა ზღვარი არ არსებობს, ამიტომ 200 ათას ლარამდე თანხა შეიძლება ნებისმიერი იყოს. 20.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-20T10:02+0400
2022-07-20T10:02+0400
2022-07-20T17:10+0400
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23888/37/238883739_0:153:2000:1278_1920x0_80_0_0_98b9604dacc64571cebbf96c60887bf8.jpg
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით მოქალაქეების ნაწილს 200 ათას ლარამდე ვალის აღება უცხოურ ვალუტაში – დოლარში ან ევროში შეუძლია. ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში, რომელიც „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა.საქართველოს ხელისუფლებამ 2019 წლის 1 იანვრიდან კრედიტების გაცემის წესები გაამკაცრა. კერძოდ, ბანკებსა და საფინანსო ორგანიზაციებს კრედიტის გაცემა შეუძლიათ მხოლოდ ვალის აღების მსურველის ფინანსური მდგომარეობის დეტალური ანალიზის შემდეგ და მხოლოდ სუფთა შემოსავლების ხელმძღვანელობით. გარდა ამისა, დადგენილია კრედიტზე ყოველთვიური გადასახადის ლიმიტი, კრედიტის ვადა, და აკრძალულია 200 ათას ლარამდე თანხის გაცემა დოლარში.ანუ, ახალი წესით, პირს, ვისაც შესაბამისი ოდენობის დეპოზიტი უცხოურ ვალუტაში აქვს, კრედიტის აღება შეუძლია ქართულ ბანკებში უცხოურ ვალუტაში. უფრო მეტიც, ამ კრედიტებისთვის ქვედა ზღვარი დადგენილი არ არის, ამიტომ ეს ვალი 200 ათას ლარამდე ოდენობით ნებისმიერი თანხა შეიძლება იყოს.ბრძანება 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.2022 წლის მაისის მდგომარეობით, ფიზიკური პირები საქართველოს ბანკებში ინახავენ დეპოზიტებს 19,9 მლრდ ლარის ოდენობით. აქედან 5,4 მლრდ ლარშია, ხოლო 14,5 მლრდ – უცხოურ ვალუტაში. შესაბამისად, დეპოზიტების დოლარიზაცია 72,6%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23888/37/238883739_220:0:2000:1335_1920x0_80_0_0_50051ea2efa93560920c176bc31a9b1a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ეროვნულმა ბანკმა 200 ათას ლარამდე კრედიტის დოლარში გაცემის ნებართვა გასცა
10:02 20.07.2022 (განახლებულია: 17:10 20.07.2022) კრედიტებისთვის ქვედა ზღვარი არ არსებობს, ამიტომ 200 ათას ლარამდე თანხა შეიძლება ნებისმიერი იყოს.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით მოქალაქეების ნაწილს 200 ათას ლარამდე ვალის აღება უცხოურ ვალუტაში – დოლარში ან ევროში შეუძლია. ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში, რომელიც „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა.
საქართველოს ხელისუფლებამ 2019 წლის 1 იანვრიდან კრედიტების გაცემის წესები გაამკაცრა. კერძოდ, ბანკებსა და საფინანსო ორგანიზაციებს კრედიტის გაცემა შეუძლიათ მხოლოდ ვალის აღების მსურველის ფინანსური მდგომარეობის დეტალური ანალიზის შემდეგ და მხოლოდ სუფთა შემოსავლების ხელმძღვანელობით. გარდა ამისა, დადგენილია კრედიტზე ყოველთვიური გადასახადის ლიმიტი, კრედიტის ვადა, და აკრძალულია 200 ათას ლარამდე თანხის გაცემა დოლარში.
„კომერციული ბანკები უფლებამოსილნი არიან 200.000 (ორასი ათასი) ლარამდე სესხები/საბანკო კრედიტები გასცენ უცხოური ვალუტით, თუ სესხი/საბანკო კრედიტი სრულადაა უზრუნველყოფილი ფულადი სახსრებით იმავე ვალუტაში“, – ნათქვამია ბრძანებაში.
ანუ, ახალი წესით, პირს, ვისაც შესაბამისი ოდენობის დეპოზიტი უცხოურ ვალუტაში აქვს, კრედიტის აღება შეუძლია ქართულ ბანკებში უცხოურ ვალუტაში. უფრო მეტიც, ამ კრედიტებისთვის ქვედა ზღვარი დადგენილი არ არის, ამიტომ ეს ვალი 200 ათას ლარამდე ოდენობით ნებისმიერი თანხა შეიძლება იყოს.
ბრძანება 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.
2022 წლის მაისის მდგომარეობით, ფიზიკური პირები საქართველოს ბანკებში ინახავენ დეპოზიტებს 19,9 მლრდ ლარის ოდენობით. აქედან 5,4 მლრდ ლარშია, ხოლო 14,5 მლრდ – უცხოურ ვალუტაში. შესაბამისად, დეპოზიტების დოლარიზაცია 72,6%-ს შეადგენს.