მტირალას ეროვნულ პარკში ეკოტურისტული სამუშაოები მიმდინარეობს

© MINISTRY OF ENVIRONMENTAL PROTECTION AND AGRICULTURE OF GEORGIAმტირალას ეროვნული პარკი
მტირალას ეროვნული პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2022
გამოწერა
მტირალას ეროვნული პარკი საქართველოში ყველაზე ნალექიანი ადგილია და სწორედ ამიტომ ჰქვია მას „მტირალა“.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. მტირალას ეროვნულ პარკში ეკოტურისტული კოტეჯების, აჭარული ღვინის სახლისა და კაფეტერიის სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ აღნიშნა, წელს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა მნიშვნელოვანი ზრდაა, კერძოდ, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 80%-ით მეტია ვიზიტორების რაოდენობა.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა დაცულ ტერიტორიებზე შესაბამისი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოვაწყოთ, რაც მნიშვნელოვანია ვიზიტორთა მოსაზიდად. პანდემიის პერიოდშიც კი დაცული ტერიტორიების სააგენტო შეუფერხებლად ასრულებდა ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს“, – განაცხადა შამუგიამ.

გასულ წელს დაიწყო 1.000 კმ სიგრძის ბილიკების ქსელის მოწყობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 30 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი.
„მტირალას ეროვნულ პარკში ასევე ხორციელდება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი – მტირალას ეროვნული პარკი უკავშირდება კინტრიშის დაცულ ტერიტორიას. ამ პროექტისთვის დაახლოებით 7 მლნ ლარია გათვალისწინებული”, – განაცხადა მინისტრმა.
© MINISTRY OF ENVIRONMENTAL PROTECTION AND AGRICULTURE OF GEORGIAმტირალას ეროვნული პარკი
Национальный парк Мтирала станет более привлекательным для туристов - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2022
მტირალას ეროვნული პარკი
უწყების ინფორმაციით, 2023 წელს დასრულდება მტირალას ეროვნული პარკისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების დამაკავშირებელი საფეხმავლო ბილიკების ქსელისა და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და მოწყობის სამუშაოები თანმდევი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურით: თავშესაფრებით, ფანჩატურებით, საცეცხლურებით, ხიდებით, გადასახედებით და სხვ.
მტირალას ეროვნული პარკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიაა ვიზიტორთა სიმრავლით. პარკმა 2022 წლის 7 თვის განმავლობაში უკვე უმასპინძლა 41 ათასზე მეტ ვიზიტორს.
© MINISTRY OF ENVIRONMENTAL PROTECTION AND AGRICULTURE OF GEORGIAმტირალას ეროვნული პარკი
Национальный парк Мтирала станет более привлекательным для туристов - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2022
მტირალას ეროვნული პარკი
მტირალას ეროვნული პარკი ქობულეთი–ჩაქვის ქედზე, შავი ზღვის სიახლოვეს მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 15,7 ათას ჰექტარს შეადგენს. მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორია ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს შორისაა მოქცეული.
საქართველოს ოთხი ნაკრძალი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ჩამონათვალში მოხვდა>>
მტირალას ეროვნული პარკი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. მტირალას მთა ზღვის დონიდან 1761 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მთელი წლის განმავლობაში მთა ნისლშია გახვეული და აქ გამუდმებით წვიმს. მთის მიკროკლიმატი ყველაზე ნესტიანია მთელ საქართველოში და ასევე ევროპაში. წელიწადში აქ 4500 მილიმეტრი ნალექი მოდის.
მტირალას პარკში 284 სახეობის მცენარე ხარობს. აქ თავმოყრილია იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი, რელიქტური და ენდემური მცენარეები. ტერიტორიას განსაკუთრებულ ორიგინალურობას ორი სახეობა – მარადმწვანე უნგერნის შქერი და ეპიგეა მატებს, რომლებიც მხოლოდ აჭარასა და თურქეთის მიმდებარე ტერიტორიებზეა გავრცელებული. პარკის ფაუნა მრავალფეროვანია – აქ 95 სახეობის ცხოველი ბინადრობს. მათგან 23 საქართველოს „წითელ ნუსხაშია“, ცხრა კი გლობალური გადაშენების პირასაა და „წითელ წიგნშია“ შეტანილი.
ყველა ახალი ამბავი
0