საქართველოს პრეზიდენტი სომხეთში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2022
გამოწერა
აფეთქების გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია, მიმდინარეობს გამოძიება.
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერევანში მომხდარი აფეთქების დროს დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებს.
როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ის დამწუხრებულია ერევანში მომხდარი აფეთქების გამო.

„ვუსამძიმრებ ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები, ასევე ძალასა და გამძლეობას ვუსურვებ სასწრაფო დახმარების მუშაკებს. მე სომეხი ხალხის გვერდით ვდგავარ“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.

ერევნის სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ ძლიერი აფეთქება 14 აგვისტოს, შუადღით მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა, ამ დროისათვის უგზოუკვლოდ დაკარგულად 18 ადამიანი მიიჩნევა. აფეთქების შედეგად დაშავდა 60 კაცი, მათგან 12 ჯერ ისევ საავადმყოფოებშია.
აფეთქების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით არ დასახელებულა. თვითმხილველების თქმით, აფეთქება პიროტექნიკის მაღაზიაში მოხდა.
საქართველოს საგარეო უწყება სომხეთში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს>>
საგანგებო სიტუაციათა სამსახურში ტერაქტის ვერსიას გამორიცხავენ. საგამოძიებო კომიტეტმა საქმე სახანძრო უსაფრთხოების წესების და იოლად აალებადი მასალების შენახვის წესების დარღვევის მუხლით აღძრა, რასაც გაუფრთხილებლობით ადამიანების დაღუპვა მოჰყვა.
ყველა ახალი ამბავი
0