საქართველოს საგარეო უწყება სომხეთში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს

© photo: Sputnik / Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიაფეთქება ერევანში
აფეთქება ერევანში - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2022
გამოწერა
აფეთქების გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია, მიმდინარეობს გამოძიება.
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. სომხეთში მომხდარი აფეთქების გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ოფიციალური თბილისი უსამძიმრებს ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს და ახლობლებს.

„ინფორმაცია სომხეთში, ერევანში მომხდარი ძლიერი აფეთქების შესახებ შოკისმომგვრელია. ყველა დაშავებულს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს სომეხ მეგობრებს ამ რთულ დროს“, – ნათქვამია საგარეო უწყების წერილში.

ერევნის სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ძლიერი აფეთქება 14 აგვისტოს, შუადღით მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, დაშავდა 60-ზე მეტი ადამიანი.
აფეთქების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით არ დასახელებულა. თვითმხილველების თქმით, აფეთქება პიროტექნიკის მაღაზიაში მოხდა.
ყველა ახალი ამბავი
0