ვუსამძიმრებ ამ გლოვის ჟამს - პრემიერმა სომეხ ხალხს მიუსამძიმრა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2022
გამოწერა
აფეთქების გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია, მიმდინარეობს გამოძიება.
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერევანში მომხდარი აფეთქების დროს დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებს.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, ის დამწუხრებულია სომხეთის დედაქალაქში პიროტექნიკის საწყობის აფეთქების და ამის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა გამო.

„ვუსამძიმრებ ჩვენს სომეხ მეგობრებს ამ გლოვის ჟამს. ჩვენი ფიქრები და ლოცვები მიმართულია ამ ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებისა და ახლობლებისადმი", – დაწერა ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში.

ერევნის სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ ძლიერი აფეთქება 14 აგვისტოს, შუადღით მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა, ამ დროისათვის უგზო-უკვლოდ დაკარგულად 18 ადამიანი მიიჩნევა. აფეთქების შედეგად დაშავდა 60 კაცი, მათგან 12 ჯერ ისევ საავადმყოფოებშია.
აფეთქების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით არ დასახელებულა. თვითმხილველების თქმით, აფეთქება პიროტექნიკის მაღაზიაში მოხდა.
საქართველოს პრეზიდენტი სომხეთში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს>>
საგანგებო სიტუაციათა სამსახურში ტერაქტის ვერსიას გამორიცხავენ. საგამოძიებო კომიტეტმა საქმე სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და იოლად აალებადი მასალების შენახვის წესების დარღვევის მუხლით აღძრა, რასაც გაუფრთხილებლობით ადამიანების დაღუპვა მოჰყვა.
ყველა ახალი ამბავი
0