https://sputnik-georgia.com/20220816/dedis-mkvlelobasi-braldebuls-patimroba-seefarda-269491428.html
დედის მკვლელობაში ბრალდებულსა და მის მეგობარს პატიმრობა შეეფარდათ
დედის მკვლელობაში ბრალდებულსა და მის მეგობარს პატიმრობა შეეფარდათ
Sputnik საქართველო
წინასწარი მონაცემებით, 34 წლის ქალი საკუთარმა შვილმა მეგობრის დახმარებით მოკლა. 16.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-16T17:33+0400
2022-08-16T17:33+0400
2022-08-16T22:22+0400
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/07/264211041_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_58ca49186d45076c6d7b655a1be40de0.jpg
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ლილოს დასახლებაში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.მოსამართლემ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან დედის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანია.შემთხვევა 14 აგვისტოს თბილისში, ლილოს დასახლებაში მოხდა. გამოძიების მიხედვით, 17 წლის ბიჭმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჯგუფურად, შურისძიების მიზნით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დედას დანით განსაკუთრებული სისასტიკით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დანაშაულის ჩადენაში მას მეგობარი, 19 წლის მამაკაცი ეხმარებოდა, რომელმაც დაზარალებული შებოჭა და მას გაქცევის საშუალება არ მისცა. მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.თბილისში დედის მკვლელობის ბრალდებით 17 წლის ბიჭი და მისი მეგობარი დააკავეს>>სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. პროკურატურამ მათ ბრალდება 15 აგვისტოს წარუდგინა.გარდაცვლილის შვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერული ნიშნით, ჯგუფურად, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით), ხოლო მის მეგობარს – 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერული ნიშნით, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/07/264211041_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_32e7e1f1962c1899e9e49e25f75ea066.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა
დედის მკვლელობაში ბრალდებულსა და მის მეგობარს პატიმრობა შეეფარდათ
17:33 16.08.2022 (განახლებულია: 22:22 16.08.2022) წინასწარი მონაცემებით, 34 წლის ქალი საკუთარმა შვილმა მეგობრის დახმარებით მოკლა.
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ლილოს დასახლებაში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.
მოსამართლემ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან დედის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანია.
შემთხვევა 14 აგვისტოს თბილისში, ლილოს დასახლებაში მოხდა. გამოძიების მიხედვით, 17 წლის ბიჭმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჯგუფურად, შურისძიების მიზნით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დედას დანით განსაკუთრებული სისასტიკით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დანაშაულის ჩადენაში მას მეგობარი, 19 წლის მამაკაცი ეხმარებოდა, რომელმაც დაზარალებული შებოჭა და მას გაქცევის საშუალება არ მისცა. მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. პროკურატურამ მათ ბრალდება 15 აგვისტოს წარუდგინა.
გარდაცვლილის შვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერული ნიშნით, ჯგუფურად, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით), ხოლო მის მეგობარს – 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერული ნიშნით, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.