https://sputnik-georgia.com/20220814/tbilissi-17-wlis-biwma-deda-mokla-269435373.html
თბილისში დედის მკვლელობის ბრალდებით 17 წლის ბიჭი და მისი მეგობარი დააკავეს
თბილისში დედის მკვლელობის ბრალდებით 17 წლის ბიჭი და მისი მეგობარი დააკავეს
Sputnik საქართველო
წინასწარი მონაცემებით, 34 წლის ქალი საკუთარმა შვილმა მეგობრის დახმარებით მოკლა
2022-08-14T18:28+0400
2022-08-14T18:28+0400
2022-08-14T18:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23022/96/230229608_0:134:2579:1585_1920x0_80_0_0_7cc0c85f3da101eed7690a3d1b772062.jpg
თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. სამართალდამცველებმა ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.შემთხვევა გუშინ, 13 აგვისტოს თბილისში მოხდა. გამოძიების მიხედვით, 17 წლის ბიჭმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 34 წლის დედას დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. უწყების ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენაში მას მეგობარი, 21 წლის მამაკაცი ეხმარებოდა.მიყენებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან მალევე დააკავეს.გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.წყარო - შსს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23022/96/230229608_144:0:2436:1719_1920x0_80_0_0_13ef0f32db37e78038ef0c9f84c33f0a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დედა მკვლელობი ბრალდება 17 წლის ბიჭი მეგობარი დაკავება
თბილისი დედა მკვლელობი ბრალდება 17 წლის ბიჭი მეგობარი დაკავება
თბილისში დედის მკვლელობის ბრალდებით 17 წლის ბიჭი და მისი მეგობარი დააკავეს
18:28 14.08.2022 (განახლებულია: 18:29 14.08.2022) წინასწარი მონაცემებით, 34 წლის ქალი საკუთარმა შვილმა მეგობრის დახმარებით მოკლა
თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. სამართალდამცველებმა ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შემთხვევა გუშინ, 13 აგვისტოს თბილისში მოხდა. გამოძიების მიხედვით, 17 წლის ბიჭმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 34 წლის დედას დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. უწყების ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენაში მას მეგობარი, 21 წლის მამაკაცი ეხმარებოდა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან მალევე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.