https://sputnik-georgia.com/20220816/269481070.html
პლანეტაზე 5 მლრდ ადამიანს განადგურება ემუქრება: გამოქვეყნდა ახალი კვლევა
პლანეტაზე 5 მლრდ ადამიანს განადგურება ემუქრება: გამოქვეყნდა ახალი კვლევა
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ბირთვული კონფლიქტის შემთხვევაში პლანეტაზე 360 მილიონი ადამიანი დაიღუპება, შემდგომი გლობალური... 16.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-16T11:09+0400
2022-08-16T11:09+0400
2023-07-20T15:46+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
საზოგადოება
აშშ
რუსეთი
ინდოეთი
პაკისტანი
ავსტრალია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264655214_0:148:1576:1035_1920x0_80_0_0_2d5306487dcdbf12cc3e568bcff0efe4.jpg
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ბირთვული კონფლიქტის შემთხვევაში პლანეტაზე 360 მილიონი ადამიანი დაიღუპება, შემდგომი გლობალური შიმშილი კი კიდევ 5 მილიარდის სიკვდილს გამოიწვევს, ნათქვამია კლიმატოლოგთა საერთაშორისო ჯგუფის კვლევაში.კვლევა რატგერის (აშშ), ბერგენის (ნორვეგია), ლუიზიანის უნივერსიტეტების (აშშ), პოტსდამის კლიმატის ცვლილების კვლევის ინსტიტუტისა (გერმანია) და სხვა მეცნიერებმა ჩაატარეს. მათი შრომა Nature Food-ზეა გამოქვეყნებული.მეცნიერთა თქმით, ბირთვული ომის უარყოფით შედეგებს სოფლის მეურნეობისთვის, ავსტრალიის გარდა, ყველა კონტინენტი იგრძნობს.მკვლევარებმა ორი ბირთვული კონფლიქტის — ინდოეთსა და პაკისტანს შორის და რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის შესაძლო შედეგების პროგნოზები გააკეთეს. მეცნიერებმა შექმნეს კლიმატური მოდელი, რომელიც ბირთვული კონფლიქტების კლიმატური და ეკოლოგიური შედეგების, სოფლის მეურნეობაზე გავლენის შესწავლის საშუალებას იძლევა.მეცნიერთა დასკვნით:მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ კვლევა ადასტურებს აშშ-ის ექს-პრეზიდენტ რონალდ რეიგანისა და საბჭოთა კავშირის ცკ-ის გენერალური მდივნის მიხაილ გორბაჩოვის 1985 წლის განცხადებას, რომელიც მოგვიანებით ჯო ბაიდენმა და ვლადიმირ პუტინმაც გაიმეორეს. მათი თქმით, ბირთვული ომს გამარჯვებული არ ეყოლება.წყარო: Nature Food
აშშ
ინდოეთი
პაკისტანი
ავსტრალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264655214_0:1:1576:1183_1920x0_80_0_0_79bf920681f4c5115b038971e2ef6480.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, საზოგადოება, აშშ , რუსეთი, ინდოეთი , პაკისტანი, ავსტრალია , მსოფლიოს ახალი ამბები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, საზოგადოება, აშშ , რუსეთი, ინდოეთი , პაკისტანი, ავსტრალია , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ბირთვული კონფლიქტის შემთხვევაში პლანეტაზე 360 მილიონი ადამიანი დაიღუპება, შემდგომი გლობალური შიმშილი კი კიდევ 5 მილიარდის სიკვდილს გამოიწვევს, ნათქვამია კლიმატოლოგთა საერთაშორისო ჯგუფის კვლევაში.
კვლევა რატგერის (აშშ), ბერგენის (ნორვეგია), ლუიზიანის უნივერსიტეტების (აშშ), პოტსდამის კლიმატის ცვლილების კვლევის ინსტიტუტისა (გერმანია) და სხვა მეცნიერებმა ჩაატარეს. მათი შრომა Nature Food-ზეა გამოქვეყნებული.
მეცნიერთა თქმით, ბირთვული ომის უარყოფით შედეგებს სოფლის მეურნეობისთვის, ავსტრალიის გარდა, ყველა კონტინენტი იგრძნობს.
მკვლევარებმა ორი ბირთვული კონფლიქტის — ინდოეთსა და პაკისტანს შორის და რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის შესაძლო შედეგების პროგნოზები გააკეთეს. მეცნიერებმა შექმნეს კლიმატური მოდელი, რომელიც ბირთვული კონფლიქტების კლიმატური და ეკოლოგიური შედეგების, სოფლის მეურნეობაზე გავლენის შესწავლის საშუალებას იძლევა.
ინდოეთსა და პაკისტანს შორის ომმა შეიძლება გამოიწვიოს ყველა ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოსავლიანობის მკვეთრი ვარდნა — მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში, ასობით მილიონი ადამიანი შიმშილით დაიღუპება, ვინაიდან სურსათის წარმოება საშუალოდ 7%-ით შემცირდება. ასეთი ომი გამოიწვევს 2 მილიარდი ადამიანის სიკვდილს.
რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კონფლიქტმა შეიძლება გამოიწვიოს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის 90%-ით შემცირება. ამას კი 5 მილიარდზე მეტი ადამიანის სიკვდილი მოჰყვება.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ კვლევა ადასტურებს აშშ-ის ექს-პრეზიდენტ რონალდ რეიგანისა და საბჭოთა კავშირის ცკ-ის გენერალური მდივნის მიხაილ გორბაჩოვის 1985 წლის განცხადებას, რომელიც მოგვიანებით ჯო ბაიდენმა და ვლადიმირ პუტინმაც გაიმეორეს. მათი თქმით, ბირთვული ომს გამარჯვებული არ ეყოლება.