https://sputnik-georgia.com/20220815/tbilisis-parkingis-momxmareblebi-droebit-ar-dajarimdebian-269450974.html
თბილისის პარკინგის მომხმარებლები დროებით არ დაჯარიმდებიან
თბილისის პარკინგის მომხმარებლები დროებით არ დაჯარიმდებიან
Sputnik საქართველო
ტექნიკური დახმარების საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებმა მუნიციპალიტეტის სერვის-ცენტრებს უნდა მიმართონ. 15.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-15T13:46+0400
2022-08-15T13:46+0400
2022-08-15T20:00+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0b/264366398_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_1593716cd35226645d507bd1a81efba7.jpg
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. თბილისის მერიის ონლაინ აპლიკაციების მომხმარებელთა გაერთიანების პერიოდში, სისტემის სრულ გამართვამდე, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის მომხმარებლები არ დაჯარიმდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.უწყების ცნობით, სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებლები ერთ მომხმარებლად გაერთიანდებიან (ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი), რაც ელექტრონულ სისტემებში მოქალაქეთა მუშაობას გაამარტივებს. აღნიშნული ცვლილების მიზანი თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივებაა.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რეფორმის გამო ფიქსირდება ტექნიკური შეფერხებები, რომლის დროსაც იარსებებს საშეღავათო პერიოდი და ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის მომხმარებლები ელექტრონული სისტემების სრულად გამართვამდე არ დაჯარიმდებიან.თბილისის მერიის სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებლები ერთ მომხმარებლად გაერთიანდებიან>>თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. ამ ეტაპზე ასეთი პარკირების ზონები დედაქალაქის რამდენიმე უბანში ფუნქციონირებს, ძირითადად, ქალაქის ცენტრალურ უბნებში, სადაც 1-საათიანი პარკირების ღირებულება 1 ლარია. ამასთან, პარკირების პირველი 15 წუთი უფასოა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0b/264366398_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_123734921488a689baba1c121305fe8e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
თბილისის პარკინგის მომხმარებლები დროებით არ დაჯარიმდებიან
13:46 15.08.2022 (განახლებულია: 20:00 15.08.2022) ტექნიკური დახმარების საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებმა მუნიციპალიტეტის სერვის-ცენტრებს უნდა მიმართონ.
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. თბილისის მერიის ონლაინ აპლიკაციების მომხმარებელთა გაერთიანების პერიოდში, სისტემის სრულ გამართვამდე, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის მომხმარებლები არ დაჯარიმდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებლები ერთ მომხმარებლად გაერთიანდებიან (ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი), რაც ელექტრონულ სისტემებში მოქალაქეთა მუშაობას გაამარტივებს. აღნიშნული ცვლილების მიზანი თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივებაა.
„მომხმარებლების გაერთიანების შემდეგ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა ერთი მომხმარებლის პაროლით ისარგებლოს შემდეგი ელექტრონული სისტემებით: თბილისის პარკინგი, თბილისის ტაქსი, ონლაინ განცხადებების პორტალი და ა.შ.“ – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია
აღნიშნული, რეფორმის გამო ფიქსირდება ტექნიკური შეფერხებები, რომლის დროსაც იარსებებს საშეღავათო პერიოდი და ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის მომხმარებლები ელექტრონული სისტემების სრულად გამართვამდე არ დაჯარიმდებიან.
თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. ამ ეტაპზე ასეთი პარკირების ზონები დედაქალაქის რამდენიმე უბანში ფუნქციონირებს, ძირითადად, ქალაქის ცენტრალურ უბნებში, სადაც 1-საათიანი პარკირების ღირებულება 1 ლარია. ამასთან, პარკირების პირველი 15 წუთი უფასოა.