https://sputnik-georgia.com/20220812/tbilisis-meriis-sxvadasxva-aplikaciis-momxmarebleb-iert-momxamreblad-gaertiandebian-269390905.html
თბილისის მერიის სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებლები ერთ მომხმარებლად გაერთიანდებიან
თბილისის მერიის სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებლები ერთ მომხმარებლად გაერთიანდებიან
Sputnik საქართველო
მოქალაქე ერთი ანგარიშის საშუალებით შეძლებს ისარგებლოს რამდენიმე ელექტრონული სისტემით: თბილისის პარკინგი, თბილისის ტაქსი, ონლაინ განცხადებების პორტალი. 12.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-12T17:16+0400
2022-08-12T17:16+0400
2022-08-12T21:30+0400
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1d/250487084_0:100:1920:1180_1920x0_80_0_0_756d96f9bb2c13122b478210b2a25dbe.jpg
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერიის სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებლები 15 აგვისტოდან ერთ მომხმარებლად გაერთიანდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.უწყების ინფორმაციით, მონაცემთა სრულყოფისთვის მოქალაქეებს ერთჯერადად მოუწევთ სისტემაში შესვლისას მათი ინფორმაციის განახლება და, ხშირ შემთხვევაში, დამატება.აპლიკაციების გაერთიანების შემდეგ მოქალაქეს ერთი ანგარიშით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება, მაგრამ ჯერჯერობით აღნიშნული რეფორმა არ შეეხება თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და არქიტექტურის სამსახურის ელექტრონულ სისტემებს, აღნიშნულია განცხადებაში.მოქალაქეები აღნიშნული პროცედურის განხორციელებას შეძლებენ მუნიციპალიტეტის ნებისმიერ ელექტრონულ სისტემაში ავტორიზაციისას, სახლიდან გაუსვლელად, პერსონალური კომპიუტერის, ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებით.ამასთან, ტექნიკური დახმარების საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ მუნიციპალიტეტის სერვის-ცენტრებს, ან დარეკონ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ტექნიკურ ცხელ ხაზზე – 1399.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1d/250487084_108:0:1813:1279_1920x0_80_0_0_d71bc30c10f3066382f05a60c791ad6c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისის მერია, თბილისი დღეს, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
თბილისის მერია, თბილისი დღეს, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
თბილისის მერიის სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებლები ერთ მომხმარებლად გაერთიანდებიან
17:16 12.08.2022 (განახლებულია: 21:30 12.08.2022) მოქალაქე ერთი ანგარიშის საშუალებით შეძლებს ისარგებლოს რამდენიმე ელექტრონული სისტემით: თბილისის პარკინგი, თბილისის ტაქსი, ონლაინ განცხადებების პორტალი.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერიის სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებლები 15 აგვისტოდან ერთ მომხმარებლად გაერთიანდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მონაცემთა სრულყოფისთვის მოქალაქეებს ერთჯერადად მოუწევთ სისტემაში შესვლისას მათი ინფორმაციის განახლება და, ხშირ შემთხვევაში, დამატება.
„მომხმარებლების გაერთიანების შემდეგ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ერთი მომხმარებლით ისარგებლოს შემდეგი ელექტრონული სისტემებით: თბილისის პარკინგი, თბილისის ტაქსი, ონლაინ განცხადებების პორტალი და ასე შემდეგ", – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
აპლიკაციების გაერთიანების შემდეგ მოქალაქეს ერთი ანგარიშით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება, მაგრამ ჯერჯერობით აღნიშნული რეფორმა არ შეეხება თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და არქიტექტურის სამსახურის ელექტრონულ სისტემებს, აღნიშნულია განცხადებაში.
მოქალაქეები აღნიშნული პროცედურის განხორციელებას შეძლებენ მუნიციპალიტეტის ნებისმიერ ელექტრონულ სისტემაში ავტორიზაციისას, სახლიდან გაუსვლელად, პერსონალური კომპიუტერის, ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებით.
ამასთან, ტექნიკური დახმარების საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ მუნიციპალიტეტის სერვის-ცენტრებს, ან დარეკონ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ტექნიკურ ცხელ ხაზზე – 1399.