სომხეთის მოქალაქე საქართველოში კონტრაბანდული ოქროს შემოტანას ცდილობდა

© photo: Sputnikოქროს და ვერცხლის ნაკეთობები
ოქროს და ვერცხლის ნაკეთობები - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2022
გამოწერა
კონტრაბანდის საერთო საბაჟო ღირებულებამ 23,8 ათასი ლარი შეადგინა.
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. სომხეთის მოქალაქე საქართველოში თურქეთიდან კონტრაბანდული ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდა, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
არადეკლარირებული ოქროს შემოტანის მცდელობა საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფის“ ტერიტორიაზე აღკვეთეს.
სომხეთის მოქალაქის როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად გამოვლინდა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები საერთო წონით 259,25 გრამი. კონტრაბანდის საერთო საბაჟო ღირებულებამ 23,8 ათასი ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
წყარო - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
ყველა ახალი ამბავი
0