სამწლიანი წყვეტის შემდეგ შაორში ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა

შაორის ტბა - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2022
გამოწერა
პანდემიის დაწყების შემდეგ შაორი არის პირველი ახალგაზრდული ბანაკი, რომელიც კულტურის სამინისტროს მიერ გაიხსნა.
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. რაჭაში, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდული ბანაკის გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
შაორის ბანაკი ლიდერებისა და მონაწილეების მიერ დადგმული ფლეშმობით გაიხსნა, საღამოს კი სტუმრების წინაშე ანსამბლი „მართვე” და ჯგუფი „ფორტე” წარდგნენ.
სამწლიანი პაუზის შემდეგ შაორის ბანაკი ახალგაზრდების პირველ ნაკადს მასპინძლობს. ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს საქართველოს ყველა რეგიონიდან და მათი შერჩევა ხორციელდება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებით.

უწყების ცნობით, წელს ბანაკები უმასპინძლებენ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ახლაგაზრდებს, სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებს, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებს, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიციელების შვილებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ ბავშვებს, ასევე რეგიონებიდან შემოქმედებითი და სპორტული უნარებით გამორჩეულ ახალგაზრდებს.

სამინისტროს ინფორმაციით, 2021-2022 წლებში განახლდა შაორის ბანაკის სპორტული ინფრასტრუქტურა, უახლესი ტექნიკით აღიჭურვა სამზარეულო ბლოკი და ბანაკის მონაწილეებისთვის შესაბამისი პირობების შესაქმნელად ყველა საცხოვრებელ კოტეჯში მოეწყო სველი წერტილი, გარემონტდა ყველა კოტეჯი.
ყველა ახალი ამბავი
0