https://sputnik-georgia.com/20220815/sagangebo-situaciebis-samsaxuri-mosaxleobas-afrtxilebs-xanzrebi-269454878.html
ტყის ხანძრები: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
ტყის ხანძრები: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
Sputnik საქართველო
სინოპტიკოსები 19 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის მაღალ ტემპერატურას პროგნოზირებენ. 15.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-15T18:29+0400
2022-08-15T18:29+0400
2022-08-15T22:24+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/09/250286665_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_981e0453a37bb4b257ebed57649251b2.jpg
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და დაიცვან ტყეში ქცევის წესები ტყის ხანძრების თავიდან ასაცილებლად.როგორც უწყებაში განმარტავენ, ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად მოსალოდნელია ძლიერი ქარიც, რაც ტყის ხანძრების გაჩენის შემთხვევაში მის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად მოსახლეობას მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს.„არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად, ნუ დაანაგვიანებთ გარემოს“, – ნათქვამია განცხადებაში.უწყება მოსახლეობას მიმართავს, დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ს.არ დაწვათ მცენარეული ნარჩენები - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გაფრთხილება>>სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვოვან მოზარდ ტყეში, ასევე ძველ ნახანძრალებში.კანონდამრღვევებს შეიძლება დაეკისროთ როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლებრივი სასჯელი. კერძოდ, ტყის ან ნათესის მოსპობის ან დაზიანების შემთხვევაში დამრღვევ პირს შეიძლება დაეკისროს 170 ლარიდან 300 ლარამდე ჯარიმა ან გამოსასწორებელი სამუშაოები ორ წლამდე ვადით ან ამავე ვადით პატიმრობა.ტყის ან ნათესების დაზიანება, განადგურება აფეთქებით ან სხვა საშიში მეთოდით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან რვა წლამდე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/09/250286665_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_00987e43b842acd49215d59ec89c122c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები, საზოგადოება
ტყის ხანძრები: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
18:29 15.08.2022 (განახლებულია: 22:24 15.08.2022) სინოპტიკოსები 19 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის მაღალ ტემპერატურას პროგნოზირებენ.
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და დაიცვან ტყეში ქცევის წესები ტყის ხანძრების თავიდან ასაცილებლად.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად მოსალოდნელია ძლიერი ქარიც, რაც ტყის ხანძრების გაჩენის შემთხვევაში მის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს.
„მომავალი დღეების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები. გარდა ამისა, მთიან რეგიონებში, ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, მოსალოდნელია ძლიერი ქარიც, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ ფაქტორებს შექმნის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად მოსახლეობას მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
„არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად, ნუ დაანაგვიანებთ გარემოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყება მოსახლეობას მიმართავს, დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ს.
სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვოვან მოზარდ ტყეში, ასევე ძველ ნახანძრალებში.
კანონდამრღვევებს შეიძლება დაეკისროთ როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლებრივი სასჯელი. კერძოდ, ტყის ან ნათესის მოსპობის ან დაზიანების შემთხვევაში დამრღვევ პირს შეიძლება დაეკისროს 170 ლარიდან 300 ლარამდე ჯარიმა ან გამოსასწორებელი სამუშაოები ორ წლამდე ვადით ან ამავე ვადით პატიმრობა.
ტყის ან ნათესების დაზიანება, განადგურება აფეთქებით ან სხვა საშიში მეთოდით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან რვა წლამდე.