დაუჯერებელია, მაგრამ... პაგანინი და „პაგანინის ქვრივი"

© Pixabay / ewald0907ვიოლინო
ვიოლინო - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2022
გამოწერა
გენუაში ინახება გვარნერის მიერ შექმნილი ვიოლინო, რომელიც პაგანინიმ მშობლიურ ქალაქს უანდერძა. მისი გარდაცვალების შემდეგ მას „პაგანინის ქვრივი" უწოდეს.
ნიკოლო პაგანინი (Niccolò Paganini, 1782-1840) – იტალიელი ვირტუოზი მევიოლინე, კომპოზიტორი.
პაგანინის სიცოცხლეში მისი ძალიან ცოტა ნაწარმოები დაიბეჭდა, რასაც მისი თანამედროვეები იმით ხსნიდნენ, რომ ავტორი შიშობდა – მისი ვირტუოზობის მრავალ საიდუმლოს აღმოაჩენდნენ. მისი იდუმალება და უჩვეულო პიროვნება ადამიანებში ბადებდა ეჭვს, რომ მევიოლინე ცრუმორწმუნე თუ ათეისტი იყო.
პაგანინის საოცარი წარმატება უკავშირდებოდა არა მხოლოდ მის უდიდეს მუსიკალურ ნიჭს, არამედ უჩვეულო ტექნიკასაც, უზადო სისუფთავეს, რომლითაც ის ურთულეს პასაჟებს ასრულებდა, სავიოლინო ტექნიკის ახალ ჰორიზონტებს, რომლებიც თვითონ აღმოაჩინა. სხვადასხვა ავტორის შესრულებისას ის მიხვდა, რომ ინსტრუმენტის შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გამოყენებული. მან დაკვრის დროს სავიოლინო ტექნიკაში სხვადასხვა ახალი ეფექტი გამოიყენა.
პაგანინი იყო ინდივიდუალობის უმაღლესი დონის მქონე ნამდვილი ვირტუოზი. ჰქონდა სამი უდიდესი ოსტატის – ამატის, გვარნერისა და სტრადივარიუსის ვიოლინოების კოლექცია. აქედან საყვარელი გვარნერის ვიოლინო მშობლიურ ქალაქ გენუას უანდერძა. მას არ სურდა, რომ ვინმე სხვას დაეკრა ამ ვიოლინოზე.
პაგანინი 1782 წელს დაიბადა გენუაში, ვაჭრის ოჯახში, რომელსაც ძალიან უნდოდა, რომ მისი შვილები მუსიკოსები ყოფილიყვნენ. ნიკოლო ხუთი წლისა უკვე მანდოლინაზე უკრავდა, უკვე შემდეგ - ვიოლინოზე.
იყო ქალებისთვის ძალზე სასურველი მამაკაცი - ცნობილ ქალბატონებთან მის მრავალრიცხოვან რომანებზე ლეგენდები დადიოდა. ცნობილია მისი კავშირის შესახებ ნაპოლეონის დასთან ელიზა ბონაპარტთან. მასთან ერთი პერიოდი პირადი გვარდიის კაპიტნის თანამდებობაც ეკავა. ელიზას მიუძღვნა მან ორ სიმზე შესრულებული (ლა, მი) „სასიყვარულო სცენა".
© FL/ Art Gallery ErgsArt - by ErgSapნიკოლო პაგანინი
ნიკოლო პაგანინი - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2022
ნიკოლო პაგანინი
კონცერტებზე აწყობდა ნამდვილ შოუს ეფექტური ტრიუკებით: სხვადასხვა სავიოლინო ტექნიკით იმიტირებდა ინსტრუმენტებსა და ცხოველებს. გაწყვეტილი სიმი და მწყობრიდან გამოსული ვიოლინოც ასევე არაერთხელ გამხდარა წარმოდგენის ნაწილი, რის გამოც მსმენელი აღფრთოვანებული რჩებოდა.
ერთხელ ნაძლევი დადო, რომ ვიოლინოს ერთი სიმით დაუკრავდა. მოიგო. ნაძლევი დადო, რომ ორკესტრს უდირიჟორებდა ვიოლინოზე, რომელსაც მხოლოდ ორი სიმი ექნებოდა. მოიგო.
არასდროს აქარწყლებდა საკუთარ თავზე ყველაზე დაუჯერებელ ჭორებსაც კი, რითაც უფრო აღვივებდა მსმენელის ინტერესს. გაზეთში არაერთხელ დაიბეჭდა ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ, რომელსაც შემდეგ ამ ინფორმაციის გაბათილება მოსდევდა და ყოველ ჯერზე მისი პოპულარობა კიდევ უფრო იზრდებოდა. როდესაც ნამდვილად გარდაიცვალა, გამოვიდა ნეკროლოგი: „ვიმედოვნებთ, რომ მალე, ჩვეულებრივ, გამოვაქვეყნებთ ინფორმაციას, რომ ეს სიცრუეა".
1808 წელს შეთხზა და შეასრულა იტალიის დიდი ლოჟისადმი მიძღვნილი მასონური ჰიმნი. ოქმებში დადასტურებულია, რომ მასონი იყო.
პაგანინის გარდაცვალებიდან მრავალი წლის განმავლობაში ეკლესია მისი ნეშტის დასაფლავების უფლებას არ იძლეოდა. ის რამდენჯერმე დაასაფლავეს და შემდეგ კვლავ ამოთხარეს. რომის პაპმა მისი დასაფლავების ნებართვა მხოლოდ 1876 წელს გასცა, მაგრამ ის მაინც დიდი ხნის შემდეგ პარმაში დაასაფლავეს - 1896 წელს. გარდაცვალებიდან 50 წელზე მეტი იყო გასული.
გენუაში ვიოლინოების დიდი ოსტატის გვარნერის ვიოლინო ინახება, რომელზეც პაგანინი უკრავდა. მისი გარდაცვალების შემდეგ მას „პაგანინის ქვრივი" უწოდეს.
პაგანინის თემებზე ნაწარმოებებს ბევრი კომპოზიტორი ქმნიდა. მათ შორის არიან ბრამსი, რახმანინოვი, ლისტი, შოპენი, შუმანი...
პაგანინის შესახებ გადაღებულია ოცზე მეტი ფილმი. ამასთან, პირველი ფილმი, რომელშიც პაგანინი ფიგურირებს, როგორც ისტორიული პერსონაჟი, 1918 წელს გადაღებული მუნჯი ფილმი „სამი გოგონას სახლია".
ყველა ახალი ამბავი
0