https://sputnik-georgia.com/20220815/gamoqveynda-maswavleblebis-gamocdebis-sedegebi-269446008.html
გამოქვეყნდა ხუთ საგანში მასწავლებელთა გამოცდების შედეგები
გამოქვეყნდა ხუთ საგანში მასწავლებელთა გამოცდების შედეგები
Sputnik საქართველო
სააპელაციო განაცხადების მიღება ყველა საგნის შედეგის გამოქვეყნების დასრულებისთანავე დაიწყება. 15.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-15T11:51+0400
2022-08-15T11:51+0400
2022-08-15T19:28+0400
განათლება საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250908763_81:333:3130:2048_1920x0_80_0_0_0bed8c94624171ba08165ac0621e27d3.jpg
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ისტორიაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში მასწავლებელთა გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.საკუთარი შედეგის გასაგებად გამოსაცდელი უნდა შევიდეს ვებ-გვერდზე online.naec.ge და შესაბამის ველში პირადი ნომერი და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდი ჩაწეროს.პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი ქულის ნახვის შესაძლებლობა.წელს მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების სურვილი 34,5 ათასმა პედაგოგმა გამოთქვა.თუ მიღებულ ქულებს არ ეთანხმებით: ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრება დღეიდან დაიწყო>>საქართველოში სასერტიფიკაციო გამოცდები მასწავლებლებისთვის 2011 წლიდან ტარდება. თავდაპირველად ის ნებაყოფლობითი იყო, 2014 წლიდან კი სავალდებულო გახდა. როდესაც გაირკვა, რომ პედაგოგების 60%-მა მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა, განათლების სამინისტრომ წესები შეცვალა: აღარ ათავისუფლებდნენ მასწავლებლებს, რომლებმაც მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს, ასევე შეამცირეს კომპეტენციის მინიმალური ზღვარი.განათლების სამინისტრომ 2018 წელს კვლავ გადაწყვიტა წესების გამკაცრება. პრაქტიკოს მასწავლებლებს გამოცდების ჩაბარების ვადა 2021 წლის ბოლომდე მიეცათ. ვინც ვერ გადალახა მინიმალური ზღვარი, ამ მასწავლებლებთან 2022 წლის 1 იანვრიდან დროებითი კონტრაქტები იდება და იწყება მათი ეტაპობრივი შეცვლა, ანუ მათ გაათავისუფლებენ ახალი კადრების გამოჩენის შემთხვევაში.საქართველოს სკოლებში 62 ათასზე მეტი მასწავლებელი მუშაობს. აქედან 7 ათასზე მეტი პრაქტიკოსი პედაგოგია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250908763_523:327:2818:2048_1920x0_80_0_0_a6103ce77d10f4d95a7702d6c56ab3e1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
განათლება საქართველოში , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
განათლება საქართველოში , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
გამოქვეყნდა ხუთ საგანში მასწავლებელთა გამოცდების შედეგები
11:51 15.08.2022 (განახლებულია: 19:28 15.08.2022) სააპელაციო განაცხადების მიღება ყველა საგნის შედეგის გამოქვეყნების დასრულებისთანავე დაიწყება.
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ისტორიაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში მასწავლებელთა გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
საკუთარი შედეგის გასაგებად გამოსაცდელი უნდა შევიდეს ვებ-გვერდზე
online.naec.ge და შესაბამის ველში პირადი ნომერი და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდი ჩაწეროს.
პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი ქულის ნახვის შესაძლებლობა.
წელს მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების სურვილი 34,5 ათასმა პედაგოგმა გამოთქვა.
საქართველოში სასერტიფიკაციო გამოცდები მასწავლებლებისთვის 2011 წლიდან ტარდება. თავდაპირველად ის ნებაყოფლობითი იყო, 2014 წლიდან კი სავალდებულო გახდა. როდესაც გაირკვა, რომ პედაგოგების 60%-მა მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა, განათლების სამინისტრომ წესები შეცვალა: აღარ ათავისუფლებდნენ მასწავლებლებს, რომლებმაც მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს, ასევე შეამცირეს კომპეტენციის მინიმალური ზღვარი.
განათლების სამინისტრომ 2018 წელს კვლავ გადაწყვიტა წესების გამკაცრება. პრაქტიკოს მასწავლებლებს გამოცდების ჩაბარების ვადა 2021 წლის ბოლომდე მიეცათ. ვინც ვერ გადალახა მინიმალური ზღვარი, ამ მასწავლებლებთან 2022 წლის 1 იანვრიდან დროებითი კონტრაქტები იდება და იწყება მათი ეტაპობრივი შეცვლა, ანუ მათ გაათავისუფლებენ ახალი კადრების გამოჩენის შემთხვევაში.
საქართველოს სკოლებში 62 ათასზე მეტი მასწავლებელი მუშაობს. აქედან 7 ათასზე მეტი პრაქტიკოსი პედაგოგია.