https://sputnik-georgia.com/20220815/astronomiisa-da-astrofizikis-saertasoriso-olimpiada-gaixsna-269448225.html
ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნა
ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნა
Sputnik საქართველო
გამარჯვებულ გუნდს საერთაშორისო ჟიური 21 აგვისტოს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამოავლენს. 15.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-15T15:49+0400
2022-08-15T15:49+0400
2022-08-15T20:37+0400
ქუთაისი
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0f/269446364_81:257:1518:1066_1920x0_80_0_0_2653c46c5cc7114ae72fa8b0eea006cc.jpg
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. ქუთაისის ოპერის თეატრში ასტრონომიისა და ასტროფიზიკის რიგით მე-15 საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAA) საზეიმოდ გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.გახსნის საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ, ოლიმპიადის პრეზიდენტმა გრეგ სტახოვსკიმ, ქალაქ ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და მონაწილე გუნდებმა.განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ღონისძიების მონაწილეებს დისტანციურ რეჟიმში მიესალმა. მან მადლობა გადაუხადა ტურნირის ორგანიზატორებს, ხოლო მოსწავლეებს ოლიმპიადაზე წარმატებული ასპარეზობა უსურვა.საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადა 2007 წლიდან იმართება და მასში დამამთავრებელი კლასების წარჩინებული მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას.ასტრონომიისა და ასტროფიზიკის ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები გუნდი ფიზიკის ოლიმპიადებზე მოასპარეზე წარმატებული მოსწავლეებისგანაა დაკომპლექტებული. პირველ ეტაპზე ნაკრები გუნდის წევრობის კანდიდატებმა შესარჩევი ტური გაიარეს, რომლის შედეგების საფუძველზეც საუკეთესო შედეგის მქონე 5 მოსწავლე შეირჩა.ოლიმპიადის ფარგლებში ქუთაისს 39 ქვეყნის 45 გუნდი ეწვია, 7 ქვეყნის გუნდი 15 აგვისტოდან ონლაინ რეჟიმში ჩაერთვება ასპარეზობაში. მოსწავლეები ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ სხვადასხვა სირთულის ამოცანებზე, ჯგუფურად და ინდივიდუალურად ამოხსნიან მიცემულ დავალებებს და გამოცდიან საკუთარ ცოდნას ასტრონომიაში.პანდემიის შემდეგ ოლიმპიადა ჩვეულ ფორმატში პირველად საქართველოში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში იმართება. 2020-2021 წლებში ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა ეპიდვითარების გამო ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.
ქუთაისი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0f/269446364_238:217:1371:1066_1920x0_80_0_0_8f78534a0730cc024cea6d7f08ab4313.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქუთაისი , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ქუთაისი , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნა
15:49 15.08.2022 (განახლებულია: 20:37 15.08.2022) გამარჯვებულ გუნდს საერთაშორისო ჟიური 21 აგვისტოს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამოავლენს.
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. ქუთაისის ოპერის თეატრში ასტრონომიისა და ასტროფიზიკის რიგით მე-15 საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAA) საზეიმოდ გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
გახსნის საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ, ოლიმპიადის პრეზიდენტმა გრეგ სტახოვსკიმ, ქალაქ ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და მონაწილე გუნდებმა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ღონისძიების მონაწილეებს დისტანციურ რეჟიმში მიესალმა. მან მადლობა გადაუხადა ტურნირის ორგანიზატორებს, ხოლო მოსწავლეებს ოლიმპიადაზე წარმატებული ასპარეზობა უსურვა.
„დარწმუნებული ვარ, ასტრონომიისა და ასტროფიზიკის ოლიმპიადა ძალიან დიდი ასპარეზი იქნება თქვენნაირი ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი განსაკუთრებული ინტერესი აქვთ“, – განაცხადა მინისტრმა.
საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადა 2007 წლიდან იმართება და მასში დამამთავრებელი კლასების წარჩინებული მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას.
ასტრონომიისა და ასტროფიზიკის ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები გუნდი ფიზიკის ოლიმპიადებზე მოასპარეზე წარმატებული მოსწავლეებისგანაა დაკომპლექტებული. პირველ ეტაპზე ნაკრები გუნდის წევრობის კანდიდატებმა შესარჩევი ტური გაიარეს, რომლის შედეგების საფუძველზეც საუკეთესო შედეგის მქონე 5 მოსწავლე შეირჩა.
ოლიმპიადის ფარგლებში ქუთაისს 39 ქვეყნის 45 გუნდი ეწვია, 7 ქვეყნის გუნდი 15 აგვისტოდან ონლაინ რეჟიმში ჩაერთვება ასპარეზობაში. მოსწავლეები ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ სხვადასხვა სირთულის ამოცანებზე, ჯგუფურად და ინდივიდუალურად ამოხსნიან მიცემულ დავალებებს და გამოცდიან საკუთარ ცოდნას ასტრონომიაში.
პანდემიის შემდეგ ოლიმპიადა ჩვეულ ფორმატში პირველად საქართველოში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში იმართება. 2020-2021 წლებში ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა ეპიდვითარების გამო ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.