https://sputnik-georgia.com/20220815/-850-------269460760.html
ღარიბაშვილი: 850 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადაეცემა
ღარიბაშვილი: 850 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადაეცემა
Sputnik საქართველო
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს. 15.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-15T19:24+0400
2022-08-15T19:24+0400
2022-08-15T22:31+0400
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
სამეგრელო
ქუთაისი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0e/249210497_0:63:3414:1983_1920x0_80_0_0_8b35ccf9076ef0700db012a066f9b2a7.jpg
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. ჩვენ დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ განკარგულების პროექტს, რომლის მიხედვითაც კიდევ 850 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.როგორც პრემიერმა აღნიშნა, საცხოვრებელი ბინები თბილისში, ზუგდიდსა და ქუთაისში მდებარეობს.დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 283,2 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი, 90,1 ათასზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.500-ზე მეტ დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართობი დაუკანონდება>>საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
საქართველო
სამეგრელო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0e/249210497_342:0:3071:2047_1920x0_80_0_0_c7dbc0f05de8885c191bcf4ec36f8ed1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, სამეგრელო , ქუთაისი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, სამეგრელო , ქუთაისი
ღარიბაშვილი: 850 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადაეცემა
19:24 15.08.2022 (განახლებულია: 22:31 15.08.2022) საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს.
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. ჩვენ დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ განკარგულების პროექტს, რომლის მიხედვითაც კიდევ 850 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საცხოვრებელი ბინები თბილისში, ზუგდიდსა და ქუთაისში მდებარეობს.
„მიმდინარეობს მუშაობა განვადებით მშენებლობის საკითხებზე მშენებელ კომპანიებთან. ძალიან მალე გამოცხადდება და დასრულდება აუქციონები და დავიწყებთ ათასობით ბინის მშენებლობას დევნილებისთვის. მანამ, სანამ ჩვენს დევნილებს დავაბრუნებთ აფხაზეთში და სამაჩაბლოში, მანამდე აუცილებელია, რომ მათ ჰქონდეთ ღირსეული საცხოვრებელი პირობები“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 283,2 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი, 90,1 ათასზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.