https://sputnik-georgia.com/20220810/500--devnil-ojaxs-binebi-daukanondeba-269328566.html
500-ზე მეტ დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართობი დაუკანონდება
500-ზე მეტ დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართობი დაუკანონდება
Sputnik საქართველო
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს. 10.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-10T11:28+0400
2022-08-10T11:28+0400
2022-08-10T15:10+0400
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/04/259315326_0:0:3212:1807_1920x0_80_0_0_8ffc20c4866f7e70a213b794456e27a0.jpg
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 500-ზე მეტ დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცემა და დაუკანონდება ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ბინები, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 283,2 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი, 90,1 ათასზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.დავითაშვილის თქმით, დევნილები ბინებს მიიღებენ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, სენაკში, მარტვილში, ხაშურში, გორში, ზუგდიდში, მცხეთასა და საქართველოს სხვა რაიონებში.მინისტრის თქმით, ისინი აღნიშნული ფართების გამოყენებას და თავიანთი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას სრულფასოვნად შეძლებენ.საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/04/259315326_444:0:3173:2047_1920x0_80_0_0_2882c92dc686c3b49ac4db4d8863e7d0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
500-ზე მეტ დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართობი დაუკანონდება
11:28 10.08.2022 (განახლებულია: 15:10 10.08.2022) საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს.
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 500-ზე მეტ დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცემა და დაუკანონდება ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ბინები, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 283,2 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი, 90,1 ათასზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.
დავითაშვილის თქმით, დევნილები ბინებს მიიღებენ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, სენაკში, მარტვილში, ხაშურში, გორში, ზუგდიდში, მცხეთასა და საქართველოს სხვა რაიონებში.
„ამასთან, ჩვენ გვყავს 75 დევნილი ოჯახი, რომელთაც 11 ამხანაგობის ფარგლებში საცხოვრებელი ბინები დაუკანონდათ, ხოლო 83 ოჯახს ქვეყნის სხვადასხვა რაიონში საცხოვრებელი ბინები და რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაუკანონდა“, – განაცხადა დავითაშვილმა ჟურნალისტებთან.
მინისტრის თქმით, ისინი აღნიშნული ფართების გამოყენებას და თავიანთი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას სრულფასოვნად შეძლებენ.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.