https://sputnik-georgia.com/20220814/yvelaze-dramatuli-movlena-saqartvelos-istoriasi-raribasvilis-afxazetis-omis-sesaxeb-269429364.html
ყველაზე დრამატული მოვლენა საქართველოს ისტორიაში - ღარიბაშვილი აფხაზეთის ომის შესახებ
ყველაზე დრამატული მოვლენა საქართველოს ისტორიაში - ღარიბაშვილი აფხაზეთის ომის შესახებ
Sputnik საქართველო
დღეს, 14 აგვისტოს აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი შესრულდა.
2022-08-14T11:30+0400
2022-08-14T11:30+0400
2022-08-14T11:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251398413_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_13bdfe4c60199f23ee1d0bf5834aced0.jpg
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. მშვიდობაზე, ურთიერთპატივისცემასა და დიალოგზე ორიენტირებული პოლიტიკა ხელს შეუწყობს ქართველების, აფხაზებისა და ოსების მიერ ერთიანი დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.დღეს, 14 აგვისტოს აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი შესრულდა. პრემიერმა 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.პრემიერის თქმით, აფხაზეთის ომი საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე დრამატული მოვლენა იყო.„ძმათა შორის დაპირისპირებამ მოიტანა გაუმართლებელი ნგრევა, საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია ასეულობით ათასი ადამიანი და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ორივე მხრიდან მრავალი ჩვენი თანამოქალაქის – ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.კარასინი: დასავლეთი ჟენევის დისკუსიების ჩაშლას ცდილობს >>აფხაზეთის ომად წოდებული შეიარაღებული კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი თავდაცვის მინისტრის თენგიზ კიტოვანის ბრძანებით ეროვნული გვარდია აფხაზეთის ავტონომიის ტერიტორიაზე ფსოუ−ენგურის სარკინიგზო ხაზის დასაცავად შევიდა. ე.წ. აფხაზური გვარდიის მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართველ სამხედროებს, რასაც შეიარაღებული დაპირისპირება, მერე კი ომი მოჰყვა.ომმა, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, შედეგად ასობით ათასი ლტოლვილი, ათობით ათასი დაღუპული და აფხაზეთზე ოფიციალური თბილისის კონტროლის დაკარგვა მოიტანა. აფხაზეთის ომში საქართველომ დაახლოებით 15 ათასი ადამიანი დაკარგა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251398413_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_bfbb023ffa2d4735b962b15ba51458aa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დრამატული მოვლენა საქართველო ისტორია ირაკლი ღარიბაშვილი აფხაზეთი ომი
დრამატული მოვლენა საქართველო ისტორია ირაკლი ღარიბაშვილი აფხაზეთი ომი
ყველაზე დრამატული მოვლენა საქართველოს ისტორიაში - ღარიბაშვილი აფხაზეთის ომის შესახებ
დღეს, 14 აგვისტოს აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი შესრულდა.
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. მშვიდობაზე, ურთიერთპატივისცემასა და დიალოგზე ორიენტირებული პოლიტიკა ხელს შეუწყობს ქართველების, აფხაზებისა და ოსების მიერ ერთიანი დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დღეს, 14 აგვისტოს აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი შესრულდა. პრემიერმა 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„მე ღრმად მწამს, რომ სამშვიდობო, ურთიერთპატივისცემასა და დიალოგზე ორიენტირებული ჩვენი პოლიტიკა აახლოებს იმ დღეს, როდესაც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გავაგრძელებთ ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, აფხაზეთის ომი საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე დრამატული მოვლენა იყო.
„ძმათა შორის დაპირისპირებამ მოიტანა გაუმართლებელი ნგრევა, საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია ასეულობით ათასი ადამიანი და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ორივე მხრიდან მრავალი ჩვენი თანამოქალაქის – ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
აფხაზეთის ომად წოდებული შეიარაღებული კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი თავდაცვის მინისტრის თენგიზ კიტოვანის ბრძანებით ეროვნული გვარდია აფხაზეთის ავტონომიის ტერიტორიაზე ფსოუ−ენგურის სარკინიგზო ხაზის დასაცავად შევიდა. ე.წ. აფხაზური გვარდიის მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართველ სამხედროებს, რასაც შეიარაღებული დაპირისპირება, მერე კი ომი მოჰყვა.
ომმა, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, შედეგად ასობით ათასი ლტოლვილი, ათობით ათასი დაღუპული და აფხაზეთზე ოფიციალური თბილისის კონტროლის დაკარგვა მოიტანა. აფხაზეთის ომში საქართველომ დაახლოებით 15 ათასი ადამიანი დაკარგა.