კარასინი: დასავლეთი ჟენევის დისკუსიების ჩაშლას ცდილობს

© courtesy of Press service of the Federation Council of the Russian Federation  / გადასვლა მედიაბანკშიგრიგორი კარასინი
გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2022
გამოწერა
კარასინი მიიჩნევს, რომ ჟენევის დისკუსიები იქცა „უსაფრთხოების ბადედ“ სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. ბოლო თვეების განმავლობაში შემაშფოთებელი გახდა ევროკავშირის, შეერთებული შტატების და თავად შვეიცარიის აშკარა სურვილი, ჩაშალონ ჟენევის დისკუსიების მუშაობა უკრაინის მოვლენების საბაბით. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა გრიგორი კარასინმა თავის Telegram-არხზე დაწერა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში ქვეყნებს შორის დიალოგი შენარჩუნებულია მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის შეხვედრების ფარგლებში.

„ბოლოს შეხვედრები გაიმართა 2021 წლის დეკემბერში. ეს ძალიან სახიფათოა, რადგან ამან დაგეგმილი პროვოკაციები შეიძლება გამოიწვიოს“, – დაწერა კარასინმა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომელშიც გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს შუამავლობით სოხუმის, ცხინვალის, თბილისის, ასევე მოსკოვისა და აშშ-ის წარმომადგენლები მონაწილეობენ, არის მთავარი შემაკავებელი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს განჭვრეტადობას და სტაბილურობას რეგიონში.
„საკმარისია ითქვას, რომ შინაარსიანი დიალოგის, მწვავე დისკუსიების სულ 55 რაუნდია ჩატარებული. მთავარი ის არის, რომ ჟენევის დისკუსიები სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების ბადის ფუნქციას ასრულებს“, – აღნიშნა კარასინმა.
საქართველოსა და რუსეთს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. იმავე წელს შეიქმნა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი, რომელშიც ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.
რაც შეეხება აბაშიძე-კარასინის შეხვედრებს, ეს ფორმატი შეიქმნა 2012 წელს, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. შეხვედრები პრაღაში იმართება, იქ უპირატესად ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებს განიხილავენ.
ყველა ახალი ამბავი
0