https://sputnik-georgia.com/20220814/usviloba-fsiqologia-mistika-istoriebi-269429733.html
უშვილობა – მისტიკა, ფსიქოლოგია და ისტორიები
უშვილობა – მისტიკა, ფსიქოლოგია და ისტორიები
Sputnik საქართველო
თუ ქალი ქვეცნობიერად მზად არ არის დედობისთვის, ის არ დაორსულდება. 14.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-14T13:00+0400
2022-08-14T13:00+0400
2022-08-14T13:00+0400
წასაკითხი ამბები
სასარგებლო რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23483/18/234831855_0:106:2048:1258_1920x0_80_0_0_cd4f4b43a6ab7df13dfecd4bfb257c19.jpg
გინეკოლოგები, უროლოგები, სექსოპათოლოგები ერთხმად აცხადებენ, რომ თუ წყვილს ერთი წლის განმავლობაში შვილი არ უჩნდება, ეს ნიშნავს, რომ მამაკაცს ან ქალს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ისინი ნიშნავენ მრავალ გამოკვლევას. ზოგიერთ შემთხვევაში პოულობენ სამედიცინო მიზეზებს, ზოგიერთში კი – ვერა. ექიმები ამბობენ, რომ ყველეფერი ქალსაცა და მამაკაცსაც წესრიგში აქვს, მაგრამ რა ხდება, არ იციან. ასეთი შემთხვევის დროს ხანდახან წყვილი სპეციალისტებს – ფსიქოლოგებსა და ფსიქოთერაპევტებს მიმართავს.ისტორია პირველიცოლ–ქმარი – შვიდი წელია, დაქორწინებულია. შვილები არ ჰყავთ. პირველი სამი წელი ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ. შემდეგი სამი წელი სამედიცინო გამოკვლევებს დაუთმეს, იმკურნალეს, მიიღეს უამრავი პრეპარატი…შედეგი არ დგებოდა. უკვე ბავშვის შვილად აყვანაზე ფიქრი დაიწყეს. ქალმა თავი დაანება სამედიცინო მკურნალობას და გინეკოლოგი ფსიქოთერაპევტით შეცვალა. გადაწყვიტა, რაც იქნება, იქნება, ბედს მიენდო. ბავშვზე აღარ ფიქრობდა.ერთხელაც სიზმარი ნახა: დიდი რიგი იდგა ადამიანების. ამ რიგიდან ბიჭუნა გამოვიდა და ეუბნება – „დედა, მალე მოვალ, ჩემი რიგი უკვე მალე მოვა". თავისი სახელიც უთხრა. დაარქვით ამას ჯადოსნობა, მაგრამ შემდეგ თვეში ქალი დაორსულდა. მერე გააჩინა ბიჭი და რა თქმა უნდა, სიზმარში ნანახი ბიჭუნას სახელი დაარქვა…ეს ბავშვი მათ მართლა ღმერთმა უბოძა. დაარქვით ამას მისტიკა, მაგრამ ფსიქოლოგების აზრით, ეს კლიენტისა და ფსიქოთერაპევტის კარგი ნამუშევარია. როდესაც საკუთარი სურვილი „ჩაბღაუჭებული" გაქვს, ის არ ახდება. და როდესაც ამ სურვილს გაუშვებ, გალიიდან გამოუშვებ, ის შეიძლება თავად მოვიდეს შენთან.ისტორია მეორეწყვილი უკვე ხუთი წელია, ერთად არის. შვილი არ ჰყავთ. ვითარება პირველი ისტორიის მსგავსია – ექიმები, გამოკვლევები…კაცი ღალატობს ქალს და მამა ხდება. ქალიც თხოვდება და მალევე ორსულდება. შემდეგ კვლავ უჩნდებათ შვილები…მისტიკაა? შეუთავსებლობა – ფსიქოლოგიური. მათ რომ ფსიქოლოგისთვის მიემართად და გაეცნობიერებინათ თავიანთი შეუთავსებლობის მიზეზები, მათი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართებოდა.ისტორია მესამეათი წელი უშვილოდ. გადაწყვიტეს ბავშვის აყვანა. იშვილეს. გამოხდა ხანი და ქალი დაორსულდა. ახლა ორი შვილი ჰყავთ. აქაც ფსიქოლოგიური ბარიერებია. როგორც კი ქალმა თავის სურვილზე ოცნება შეწყვიტა, ანუ ის გაათავისუფლა, სურვილი თავად აუხდა…ისტორია მეოთხერვა წელი უშვილოდ. ქალს ურჩიეს მიემართა ფსიქოთერაპევტისთვის, მაგრამ – უარი. კვლავ – და კვლავ უარი… ამ შემთხვევაში ქალს არაფრის შეცვლა არ სურს. ეს მისი არჩევანია, მისი ცხოვრებაა. რა შიშები აქვს ქალს, რატომ ეშინია დედობის?• მამაკაცის უნდობლობა, ეჭვი მის სერიოზულ დამოკიდებულებაში;• წყვილში თავისი თავის აღქმა „მამაკაცად" – ანუ ოჯახის თაოსნობა;• შიში, რომ ცუდი დედა იქნება – უნდა, რომ საუკეთესო დედა იყოს და ეშინია, რომ ეს ასე არ იქნებადა სხვა მრავალი…როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემა? მთავარია, დასვათ სწორი კითხვები და მათ გაეცეს გულწრფელი პასუხები. შესაძლოა, პასუხები არ მოგეწონოთ, ცხოვრებაში არაფრის შეცვლა არ მოგინდეთ, ან პირიქით, ეს პასუხები დაგეხმაროთ მომავლის შეცვლაში. ქართულ სინამდვილეში დახმარებისთვის ფსიქოლოგისა და ფსიქოთერაპევტისთვის მიმართვა დამკვიდრებული ჯერ არ არის, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში ამ მიმართულებით აქტიურობა გაიზარდა. იქნებ, დროა, ასეთ და სხვა მრავალ შემთხვევაში პროფესიონალის დახმარებით ვისარგებლოთ?ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია…მასალა მომზადებულია უკრაინელი ფსიქოლოგის, იულია მიროშნიჩენკოს მოსაზრებებზე დაყრდნობით
https://sputnik-georgia.com/20160614/232138156.html
https://sputnik-georgia.com/20190629/dedoba-rogorc-gmiroba-labkovski-245768874.html
https://sputnik-georgia.com/20210721/ratom-ar-Txovdebian-qalebi-252382236.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23483/18/234831855_116:0:1933:1363_1920x0_80_0_0_31af2df5601dce30366672f48e493550.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
წასაკითხი ამბები, სასარგებლო რჩევები
წასაკითხი ამბები, სასარგებლო რჩევები
უშვილობა – მისტიკა, ფსიქოლოგია და ისტორიები
თუ ქალი ქვეცნობიერად მზად არ არის დედობისთვის, ის არ დაორსულდება.
გინეკოლოგები, უროლოგები, სექსოპათოლოგები ერთხმად აცხადებენ, რომ თუ წყვილს ერთი წლის განმავლობაში შვილი არ უჩნდება, ეს ნიშნავს, რომ მამაკაცს ან ქალს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ისინი ნიშნავენ მრავალ გამოკვლევას. ზოგიერთ შემთხვევაში პოულობენ სამედიცინო მიზეზებს, ზოგიერთში კი – ვერა.
ექიმები ამბობენ, რომ ყველეფერი ქალსაცა და მამაკაცსაც წესრიგში აქვს, მაგრამ რა ხდება, არ იციან. ასეთი შემთხვევის დროს ხანდახან წყვილი სპეციალისტებს – ფსიქოლოგებსა და ფსიქოთერაპევტებს მიმართავს.
ცოლ–ქმარი – შვიდი წელია, დაქორწინებულია. შვილები არ ჰყავთ. პირველი სამი წელი ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ. შემდეგი სამი წელი სამედიცინო გამოკვლევებს დაუთმეს, იმკურნალეს, მიიღეს უამრავი პრეპარატი…
შედეგი არ დგებოდა. უკვე ბავშვის შვილად აყვანაზე ფიქრი დაიწყეს. ქალმა თავი დაანება სამედიცინო მკურნალობას და გინეკოლოგი ფსიქოთერაპევტით შეცვალა. გადაწყვიტა, რაც იქნება, იქნება, ბედს მიენდო. ბავშვზე აღარ ფიქრობდა.
ერთხელაც სიზმარი ნახა: დიდი რიგი იდგა ადამიანების. ამ რიგიდან ბიჭუნა გამოვიდა და ეუბნება – „დედა, მალე მოვალ, ჩემი რიგი უკვე მალე მოვა". თავისი სახელიც უთხრა. დაარქვით ამას ჯადოსნობა, მაგრამ შემდეგ თვეში ქალი დაორსულდა. მერე გააჩინა ბიჭი და რა თქმა უნდა, სიზმარში ნანახი ბიჭუნას სახელი დაარქვა…
ეს ბავშვი მათ მართლა ღმერთმა უბოძა. დაარქვით ამას მისტიკა, მაგრამ ფსიქოლოგების აზრით, ეს კლიენტისა და ფსიქოთერაპევტის კარგი ნამუშევარია. როდესაც საკუთარი სურვილი „ჩაბღაუჭებული" გაქვს, ის არ ახდება. და როდესაც ამ სურვილს გაუშვებ, გალიიდან გამოუშვებ, ის შეიძლება თავად მოვიდეს შენთან.
წყვილი უკვე ხუთი წელია, ერთად არის. შვილი არ ჰყავთ. ვითარება პირველი ისტორიის მსგავსია – ექიმები, გამოკვლევები…
კაცი ღალატობს ქალს და მამა ხდება. ქალიც თხოვდება და მალევე ორსულდება. შემდეგ კვლავ უჩნდებათ შვილები…
მისტიკაა? შეუთავსებლობა – ფსიქოლოგიური. მათ რომ ფსიქოლოგისთვის მიემართად და გაეცნობიერებინათ თავიანთი შეუთავსებლობის მიზეზები, მათი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართებოდა.
ათი წელი უშვილოდ. გადაწყვიტეს ბავშვის აყვანა. იშვილეს. გამოხდა ხანი და ქალი დაორსულდა. ახლა ორი შვილი ჰყავთ. აქაც ფსიქოლოგიური ბარიერებია. როგორც კი ქალმა თავის სურვილზე ოცნება შეწყვიტა, ანუ ის გაათავისუფლა, სურვილი თავად აუხდა…
რვა წელი უშვილოდ. ქალს ურჩიეს მიემართა ფსიქოთერაპევტისთვის, მაგრამ – უარი. კვლავ – და კვლავ უარი… ამ შემთხვევაში ქალს არაფრის შეცვლა არ სურს. ეს მისი არჩევანია, მისი ცხოვრებაა.
თუ ქალი ქვეცნობიერად მზად არ არის დედობისთვის, ის არ დაორსულდება.
რა შიშები აქვს ქალს, რატომ ეშინია დედობის?
• მამაკაცის უნდობლობა, ეჭვი მის სერიოზულ დამოკიდებულებაში;
• წყვილში თავისი თავის აღქმა „მამაკაცად" – ანუ ოჯახის თაოსნობა;
• შიში, რომ ცუდი დედა იქნება – უნდა, რომ საუკეთესო დედა იყოს და ეშინია, რომ ეს ასე არ იქნება
როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემა? მთავარია, დასვათ სწორი კითხვები და მათ გაეცეს გულწრფელი პასუხები. შესაძლოა, პასუხები არ მოგეწონოთ, ცხოვრებაში არაფრის შეცვლა არ მოგინდეთ, ან პირიქით, ეს პასუხები დაგეხმაროთ მომავლის შეცვლაში.
ქართულ სინამდვილეში დახმარებისთვის ფსიქოლოგისა და ფსიქოთერაპევტისთვის მიმართვა დამკვიდრებული ჯერ არ არის, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში ამ მიმართულებით აქტიურობა გაიზარდა. იქნებ, დროა, ასეთ და სხვა მრავალ შემთხვევაში პროფესიონალის დახმარებით ვისარგებლოთ?
ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია…
მასალა მომზადებულია უკრაინელი ფსიქოლოგის, იულია მიროშნიჩენკოს მოსაზრებებზე დაყრდნობით